დღეს, საფრანგეთისა და საუდის არაბეთის მოწვევით, მსოფლიოს ქვეყნების ათობით ლიდერი ნიუ-იორკში შეიკრიბებიან და ისრაელი-პალესტინის კონფლიქტის ორი სახელმწიფოს პრინციპით გადაწყვეტის მიმართ მხარდაჭერას გამოხატავს, - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
„არ ვფიქრობთ, რომ ეს სასარგებლოა. ვფიქრობთ, რომ ეს, სინამდვილეში, ტერორიზმის დაჯილდოებაა“, - განუცხადა მან ჟურნალისტებს.
ისრაელის ოფიციალური პირების თქმით, ისრაელი, საპასუხო ნაბიჯად, ოკუპირებული დასავლეთ სანაპიროს ნაწილის ანექსიას, ასევე პარიზის წინააღმდეგ კონკრეტულ ორმხრივ ზომებს განიხილავს. აშშ-ის ადმინისტრაციამ ასევე განაცხადა, რომ მათ, ვინც ისრაელის წინააღმდეგ ზომებს მიიღებს, შედეგები დაემუქრებათ.
შეგახსენებთ, გაერო-ს გენერალურმა ასამბლეამ მიმდინარე თვეში შვიდგვერდიანი დეკლარაცია დაამტკიცა, რომელშიც ორი სახელმწიფოს პრინციპზე დაფუძნებული გადაწყვეტისკენ მიმართული „ხელშესახები, დროში გაწერილი და შეუქცევადი ნაბიჯებია“ განსაზღვრული, ამასთანავე, დაგმო „ჰამასი“ და მას დანებებისა და განიარაღებისკენ მოუწოდა.
იხილეთ ასევე: