ავტორი:

საშინელი შემთხვევა ინდოეთში - ნიანგის თავდასხმის შემდეგ, ქალის დასახიჩრებული ნეშტი მეორე დღეს იპოვეს

საშინელი შემთხვევა ინდოეთში - ნიანგის თავდასხმის შემდეგ, ქალის დასახიჩრებული ნეშტი მეორე დღეს იპოვეს

გამოცემა The New Indian Express-ის ცნობით, 19 სექტემბერს, ადგილობრივი დროით დაახლოებით 10:30 საათზე, ქალს, რომელიც ინდოეთში, ბჰიტარკანიკას ეროვნული პარკის მახლობლად, მდინარეში თევზს იჭერდა, თავს ნიანგი დაესხა და წყალში შეითრია.

ადგილობრივმა ტყის მცველებმა, სახანძრო სამსახურმა და მაცხოვრებლებმა მსხვერპლის საძებნელად სამძებრო ოპერაცია დაიწყეს, შედეგად ქალის დასახიჩრებული ნეშტი მდინარის ნაპირზე ერთი დღის შემდეგ, 20 სექტემბერს იპოვეს. მას სამი მცირეწლოვანი ქალიშვილი და ქმარი დარჩა.

თვითმხილველის თქმით, ადგილობრივებმა, რომლებმაც თავდასხმა დაინახეს, "განგაში ატეხეს და მისი გადარჩენა სცადეს“, თუმცა უშედეგოდ.

"ნიანგი სრულიად მოულოდნელად გამოჩნდა და თავს დაესხა. ვიდრე ქალი რეაგირებას მოახერხებდა, წყალში ჩაათრია“, - განაცხადა მაჰაკალაპადას ტყის ოფიცერმა სანტანუ კუმარ დალეიმ.

ბჰიტარკანიკა ოდიშას შტატში უზარმაზარი მარილიანი წყლის ჭაობია, რომელიც დაახლოებით 640 კილომეტრზეა გადაჭიმული. The Times of India-ს ცნობით, ამ ტერიტორიაზე 1826 მლაშე წყლის ნიანგი ბინადრობს.