ავტორი:

პუტინს ბერიაშვილის "ჩაიკები" აუფეთქეს - უკრაინელების უნიკალური სპეცოპერაცია

პუტინს ბერიაშვილის "ჩაიკები" აუფეთქეს - უკრაინელების უნიკალური სპეცოპერაცია
  • "არსენალი" - ირაკლი ალადაშვილის ბლოგი

რუსეთ-უკრაინის ომი თავისი სისასტიკით და დაუნდობლობით მეორე მსოფლიო ომის საშინელებებსაც კი გასცდა, რასაც ლოგიკური ახსნაც აქვს - 21-ე საუკუნის მსოფლიოში ამ ყველაზე დიდ ომში ფართოდ გამოიყენება მართვადი შეიარაღება, აერობალისტიკური და ფრთოსანი რაკეტების, ასევე -კამიკაძე-დრონების სახით, რომლებიც დიდი სიზუსტით ხვდებიან სამიზნეებს და უფრო მეტ ზიანს აყენებენ მათ.

უკრაინის ქალაქების და მათ შორის - დედაქალაქ კიევის სისტემატურ დაბომბვას პუტინის საოკუპაციო არმია კვლავ აგრძელებს, რასაც უკრაინელები პასუხობენ კამიკაძე-დრონების შეტევებით, როგორც რუსეთის ტერიტორიის სიღრმეში მდებარე ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე, ისე - ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ რუსულ სამხედრო ობიექტებზე.

ეს ღამეც გამონაკლისი არ ყოფილა და კიევის მორიგი სასტიკი დაბომბვის საპასუხოდ უკრაინელებმა საჰაერო დარტყმები განახორციელეს ანექსირებული ყირიმის ნახევარკუნძულის ფოროსის სამთავრობო აგარაკზე, რომელზეც საბჭოთა პერიოდში გორბაჩოვი ისვენებდა (1991 წლის აგვისტოს სამდღიანი პუტჩის დროს, რასაც მალე მოჰყვა საბჭოთა კავშირის დაშლა, მისი პირველი და უკანასკნელი პრეზიდენტი გორბაჩოვი სწორედ ყირიმში, ფოროსის სამთავრობო აგარაკზე იყო შინაპატიმრობაში გამოკეტილი), ახლა რუსული სპეცსამსახურების განკარგულებაშია და უკრაინული კამიკაძე-დრონებისა თუ ფრთოსანი რაკეტების შეტევისას ამ სამთავრობო აგარაკის რესტორანში, სავარაუდოდ, რუსი მაღალჩინოსნების წვეულება იმართებოდა... გააგრძელეთ კითხვა