ავტორი:

"მისი ერთ-ერთი უმსხვილესი პროექტი შეიცვალა და სართულების და კოეფიციენტის მატების პრივილეგიით აღარ ისარგებლებს" - რას წერს თბილისის საკრებულოს წვერი ნოშრევან ნამორაძეზე

"მისი ერთ-ერთი უმსხვილესი პროექტი შეიცვალა და სართულების და კოეფიციენტის მატების პრივილეგიით აღარ ისარგებლებს" - რას წერს თბილისის საკრებულოს წვერი ნოშრევან ნამორაძეზე

თბილისის საკრებულოს წევრი საბა ბუაძე სოციალურ ქსელში ბიზნესმენ ნოშრევან (ნოშიკო) ნამორაძეზე პოსტს აქვეყნებს.

"გახსოვთ ალბათ "ბიზნესის თავისუფლად სუნთქვაზე“ მოსაუბრე ბიზნესმენი ნამორაძე, რომელმაც მედიის ინფორმაციით ,ქვეყანა დატოვა.

ჰოდა დღეს ურბანულ კომისიაზე ირკვევა, რომ "ფიზკულტურის ინსტიტუტის“ ადგილზე მისი ერთ-ერთი უმსხვილესი პროექტი შეიცვალა და სართულების და კოეფიციენტის მატების პრივილეგიით აღარ ისარგებლებს და ნაყიდ კოეფიციენტს, ფაქტობრივად, უკან დააბრუნებს (რაც ასეთ ტერიტორიებზე უდიდესი იშვიათობაა). სამაგიეროდ, სახელმწიფოს წინაშე აღებული ვალდებულება შეიცვალა და ჭავჭავაძის ნაცვლად, სპორტის უნივერსიტეტის კომპლექსს დიღმის ჭალების ტერიტორიაზე ააშენებს", - წერს ბუაძე.

შეგახსენებთ, 19 სექტემბერს "ფორმულამ" გაავრცელა ინფორმაცია, რომ ნოშიკო ნამორაძემ საქართველო დატოვა.

იხილეთ ასევე: