ავტორი:

"ტიგრანი ჯერ კიდევ კომაშია, მე კი კიბოს მკურნალობას გავდივარ. რა არის ამაში კარგი?!" - რას წერს მარგარიტა სიმონიანი

"ტიგრანი ჯერ კიდევ კომაშია, მე კი კიბოს მკურნალობას გავდივარ. რა არის ამაში კარგი?!" - რას წერს მარგარიტა სიმონიანი

კრემლის პროპაგანდისტი, მარგარიტა სიმონიანი თავისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ აქვეყნებს ინფორმაციას და წერს, რომ კიბოს მურნალობის კურსს გადის.

  • აღნიშნულის შესახებ სიმონიანი "ტელეგრამის" გვერდზე წერს.

"სიამოვნებით დავწერდი, რომ ყველაფერი კარგადაა, მაგრამ ვცდილობ, არასდროს მოვიტყუო.

ტიგრანი ჯერ კიდევ კომაშია, მე კი კიბოს მკურნალობას გავდივარ. რა არის ამაში კარგი?! მალე პარიკშიც მნახავთ. ერთად ავირჩევთ ყველაზე შესაფერისს", - წერს მარგარიტა სიმონიანი სოციალურ ქსელში.

  • ცნობისთვის, რამდენიმე კვირის წინ მარგარიტა სიმონიანმა ჯანმრთელობის "სერიოზული პრობლემების" შესახებ განაცხადა.

RT-ის ხელმძღვანელი დიაგნოზის დეტალებში არ შესულა, თუმცა აღიარა, რომ მას წინ მკერდის მოკვეთის ოპერაცია ელოდა.

9 სექტემბერს მარგარიტა სიმონიანმა ოპერაციის შემდეგ დაწერა: "ჯერ ნელა და დახრილი ვბეჭდავ, მაპატიეთ. მადლობა ყველას, ვინც ნერვიულობდა და ლოცულობდა. მეც ძალიან მიყვარხართ და გაფასებთ. ყველაფერი შემდგომი მხოლოდ უფლის ხელშია. მასზე ვიქნები მინდობილი“, - წერდა სიმონიანი.