მედიის წარმომადგენლებმა საინტერესო ფაქტი გამოავლინეს - რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის სხვადასხვა ფოტოზე, მის გვერდით ხშირად იმყოფება ახალგაზრდა, ქერათმიანი ქალი, რომელიც ხან ქარხნის მუშად გვევლინება, ხან მეთევზედ, ხან ნაყინის გამყიდველად.

ქალი, რომელსაც პირობითად ეკატერინა საფონოვა დაარქვეს, პირველად 2016 წლის სექტემბერში გამოჩნდა - როცა ნოვგოროდის რეგიონში, ტბაზე მეთევზეებთან ერთად, პუტინის გვერდით დააფიქსირეს.




კიდევ ერთხელ, სპეცტანსაცმელში გამოწყობილი “აგენტი კორნეტო“ მუშებს შორის, ქარხანაში რუსეთის პრეზიდენტის ვიზიტის დროს გადაიღეს, თუმცა როგორც ჟურნალისტები ვარაუდობენ, მუშები ისევე როგორც “კორნეტო“ სინამდვილეში შესაძლოა, პუტინის უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლები ყოფილიყვნენ.

ამბობენ, რომ პუტინი საკუთარ მცველებს ხშირად ჩვეულებრივი ხალხის სახით იყენებს იმ მიზნით, რათა საზოგადოებასთან შეხვედრა და პირდაპირი კითხვები აიცილოს თავიდან.

“აგენტ კორნეტოს“ კიდევ ერთი ნიღაბი აქვს, კაპიტანი ანა სიდორენკო, ამ სახელით მას როგორც სამხედრო მოსამსახურეს ისე იცნობენ, თუმცა ფაქტები უფრო იმაზე მეტყველებს, რომ იდუმალი ქალი სინამდვილეში ФСБ – ს პოლკოვნიკია, რომელიც პრეზიდენტის უსაფრთხოებაზე ზრუნავს", - წერს გაზეთი “Московский Комсомолец“.
მოამზადა ლაშა ლაშქარაშვილმა