ავტორი:

ატირებული დემბელე, სამადლობელი სიტყვა და საფეხბურთო პედესტალზე იამალი და დონარუმაც - "ოქროს ბურთის" გადაცემის ცერემონია "კვარას" გარეშე (ფოტოები)

ატირებული დემბელე, სამადლობელი სიტყვა და საფეხბურთო პედესტალზე იამალი და დონარუმაც - "ოქროს ბურთის" გადაცემის ცერემონია "კვარას" გარეშე (ფოტოები)

22 სექტემბერს, საფრანგეთის დედაქალაქ პარიზში "ოქროს ბურთის" გადაცემის რიგით 69-ე ცერემონია გაიმართა. აღნიშნული პრიზი პსჟ-ს ერთ-ერთმა ლიდერმა უსმან დემბელემ მოიგო. მას პრიზი რონალდინიომ გადასცა, რა დროსაც პსჟ-ს ფეხბურთელი ატირდა, ტიროდნენ მისი ოჯახის წევრებიც.

გამოკითხვაში მეორე ადგილზე "ბარსელონას" ახალგაზრდა ვარსკვლავი ლამინ იამალი გავიდა, მესამე-მეოთხე ადგილი კი ვიტინიამ (პსჟ) და მოჰამედ სალაჰმა ("ლივერპული") დაიკავეს. შეგახსენებთ, "ოქროს ბურთის" ნომინანტთა სიაში პსჟ-ს ქართველმა გარემარბმა, ხვიჩა კვარაცხელიამ მე-12 ადგილი დაიკავა."კვარა" დაჯილდოების ცერემონიას მატჩის გამო არ ესწრებოდა. შეგახსენებთ, ხვიჩა კვარაცხელიამ 2023 წლის "ოქროს ბურთის" დაჯილდოების რეიტინგში მე-17 იყო.

დემბელემ მისასალმებელ სიტყვაში ილაპარაკა იმ მოთამაშეებსა და კლუბებზე, რომლებმაც ის ჩამოაყალიბეს. "მადლობა ყველა კლუბს, რომელშიც მითამაშია: "სტად რენს", "ბორუსია დორტმუნდს" და კლუბს, რომელზეც ყოველთვის ვოცნებობდი, "ბარსელონას". იქ იმდენი რამ ვისწავლე, როცა ისეთ ფეხბურთელებთან ერთად ვითამაშე, როგორებიც არიან: მესი და ინიესტა. ეს შესანიშნავი სასწავლო გამოცდილება იყო. ძალიან ბედნიერი ვარ “, - თქვა მან.

გამარჯვებულად დასახელების შემდეგ კი, "ინსტაგრამზე" რამდენიმე ფოტო გამოაქვეყნა, მათ შორის ერთ-ერთზე რონალდინიო თასს გადასცემს. "დიდი სიხარული, სიამაყე და ემოცია. ოცნების ახდენა. მადლობა ყველას, ვინც ამ მოგზაურობის განმავლობაში ყოველთვის მხარში მედგა “, - დაწერა დემბელემ.

  • სხვა ნომინაციები:

წლის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელი - ლამინ იამალი (ბარსელონა, ზედიზედ მეორედ)

წლის საუკეთესო მწვრთნელი - ლუის ენრიკე (პსჟ)

წლის საუკეთესო მეკარე - ჯანლუიჯი დონარუმა (მანჩესტერ სიტი)

წლის საუკეთესო თავდამსხმელი - ვიქტორ დიოკერეში (არსენალი)

წლის საუკეთესო გუნდი - პსჟ

წლის საუკეთესო ქალი ფეხბურთელი - აიტანა ბონმატი (ბარსელონა, ზედიზედ მესამედ)

წლის საუკეთესო ახალგაზრდა ქალი ფეხბურთელი - ვიკი ლოპესი (ბარსელონა)

წლის საუკეთესო ქალი მეკარე - ჰანა ჰემპტონი (ჩელსი)

წლის საუკეთესო ქალი ბომბარდირი – ევა პაიორი (ბარსელონა)

წლის საუკეთესო ქალი მწვრთნელი: სარინა ვიგმანი (ინგლისის ნაკრები)

წლის საუკეთესო ქალთა გუნდი - "არსენალი"

შეგახსენებთ, "ოქროს ბურთის" ნომინანტთა სიაში პსჟ-ს გარემარბმა, ხვიჩა კვარაცხელიამ მე-12 ადგილი დაიკავა.

ხმის მიცემაში მონაწილეობა მიიღეს ფიფა-ს რეიტინგის TOP-100-ში მყოფი ქვეყნების სპორტულმა ჟურნალისტებმა.