ავტორი:

კოპენჰაგენსა და ოსლოში დრონების გამოჩენის გამო აეროპორტების მუშაობა საათობით შეფერხდა - რა მოხდა დანიასა და ნორვეგიაში

კოპენჰაგენსა და ოსლოში დრონების გამოჩენის გამო აეროპორტების მუშაობა საათობით შეფერხდა - რა მოხდა დანიასა და ნორვეგიაში

კოპენჰაგენის აეროპორტმა მას შემდეგ, რაც დრონები დააფიქსირეს, რამდენიმე საათის განმავლობაში მუშაობა შეაჩერა. თითქმის ოთხი საათის განმავლობაში ყველა აფრენა და დაშვება შეჩერებული იყო.

  • ამასთან, აეროპორტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, შეფერხება შესაძლოა, გაგრძელდეს და ამიტომ მგზავრებმა ინფორმაცია თავიანთ ავიაკომპანიებთან უნდა გადაამოწმონ.

"პოლიციამ გამოძიება დაიწყო იმის დასადგენად, თუ რა სახის დრონებია ეს. დრონები გაუჩინარდა“, - განუცხადა ჟურნალისტებს კოპენჰაგენის პოლიციის კომისრის მოადგილემ იაკობ ჰანსენმა.

კოპენჰაგენის აეროპორტის გარდა, დრონების დაფიქსირების გამო საჰაერო სივრცე დახურეს ოსლოს აეროპორტშიც. აეროპორტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ყველა ავიარეისი უახლოეს აეროპორტში გადამისამართდა.

კოპენჰაგენის პოლიციის კომისრის მოადგილის განცხადებით, დანიისა და ნორვეგიის ხელისუფლება ითანამშრომლებს იმის დასადგენად, არის თუ არა კავშირი ორ ინციდენტს შორის.