დონალდ ტრამპმა ამჯერად სამედიცინო საზოგადოება ჩააგდო შოკში მას მერე, რაც ლამის მტკიცებით ფორმაში თქვა, რომ აუტიზმის გამომწვევი მიზეზი დადგენილია.
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის განცხადებით, ამერიკელ ექიმებს მალე ურჩევენ, რომ ორსულ ქალებს ტკივილგამაყუჩებელი პრეპარატი Tylenol არ დაუნიშნონ, რის მიზეზიც, როგორც ტრამპი აცხადებს, ამ წამალსა და აუტიზმს შორის, სავარაუდო, კავშირია.
ტრამპმა თქვა, რომ პარაცეტამოლის, იგივე Tylenol-ის (რომელიც აშშ-ში ასევე ცნობილია როგორც აცეტამინოფენი) შემადგენლობაში არსებული მთავარი ნივთიერების მიღება "კარგი არ არის".
"ჩვენ გვჯერა, რომ დამოუკიდებელი, სანდო მეცნიერება ნათლად აჩვენებს, რომ აცეტამინოფენის მიღება არ იწვევს აუტიზმს. ჩვენ კატეგორიულად არ ვეთანხმებით ნებისმიერ სხვა მოსაზრებას", - ნათქვამია კომპანიის განცხადებაში, სადაც ასევე აღნიშნულია, რომ აცეტამინოფენი, Tylenol-ის აქტიური ინგრედიენტი, ორსული ქალებისთვის ყველაზე უსაფრთხო ტკივილგამაყუჩებელია.
ტრამპის მტკიცებას კატეგორიულად არ იზიარებენ მკვლევართა ჯგუფებიც, რომლებიც წლებია აუტიზმის მიზეზების დადგენას წლების ცდილობენ.
კენედიმ დასძინა, რომ FDA მალე დაამტკიცებს Leucovorin-ს, ათწლეულების წინ შექმნილ პრეპარატს, აუტიზმის მქონე ბავშვების სამკურნალოდ. ეს წამალი ტრადიციულად გამოიყენება კიბოთი დაავადებული პაციენტების ქიმიოთერაპიის ტოქსიკურობისგან დასაცავად.
როგორც FDA-ის წარმომადგენელი, მარტი მაკარი ამბობს, ამ წამლის დამტკიცება დაფუძნებული იქნება კვლევაზე, რომელიც, მისი თქმით, ვარაუდობს, რომ პრეპარატი შესაძლოა, დაეხმაროს აუტიზმის მქონე ბავშვებს, რომლებსაც B ვიტამინის დეფიციტი აქვთ და დაეხმარებათ მათ ვერბალური კომუნიკაციის გაუმჯობესებაში.