ავტორი:

შევარდნაძის განათლების მინისტრობიდან "ქართული ოცნების" დიპლომატობამდე - რა არის ცნობილი ალექსანდრე კარტოზიაზე, რომელიც გერმანიაში ელჩად დაინიშნა?

შევარდნაძის განათლების მინისტრობიდან "ქართული ოცნების" დიპლომატობამდე - რა არის ცნობილი ალექსანდრე კარტოზიაზე, რომელიც გერმანიაში ელჩად დაინიშნა?

გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად ალექსანდრე კარტოზია დაინიშნა. ამის შესახებ ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა.

უწყების ინფორმაციით, კარტოზიას საჯარო სტრუქტურებში მუშაობის მნიშვნელოვანი გამოცდილება აქვს.

  • რა არის ცნობილი ალექსანდრე კარტოზიაზე?

ალექსანდრე (ალიკო) კარტოზია 1959 წლის 8 იანვარს , თბილისში დაიბადა. ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი.

მან 1981 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დასავლეთ ევროპის ენებისა და ლიტერატურის ფაკულტეტი.

1981-1982 წლებში იყო საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის მთარგმნელი; 1985-1988 წლებში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის თანაშემწე; 1985–1988 ამავე უნივერსიტეტის ზოგადი ენათმეცნიერების კათედრის მეცნიერ-თანამშრომელი; 1989 წლიდან თსუ გერმანული ფილოლოგიის კათედრის გამგე; 1997–1998 წლებში საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი; 1998-2004 წლებში, ედუარდ შევარდნაძის ხელისუფლების პირობებში იყო განათლების მინისტრი.

2004 წლიდან, ანუ მ"ვარდების რევოლუციისა" და ხელისუფლებაში "ნაციონალური მოიძრაობის" მოსვლის შემდეგ. ცხოვრობს ბერლინში, გერმანია. არის ოდერის ფრანკფურტის იადრანის უნივერსიტეტის სოციალური ლინგვისტიკის კათედრის ლექტორი. ბერლინში თანამშრომლობდა ლიტერატურულ სახლებთან და ატარებდა სემინარებს თარგმანის თეორიაში.

2011 წლიდან ხელმძღვანელობდა მთარგმნელთა გერმანულ-ქართულ სახელოსნოს, 2017 წლიდან არის ჰუმბოლდტის სტიპენდიის ალუმნების კავშირის თავმჯდომარე და საერთაშორისო შეკრებების ორგანიზატორი. გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის პრეზიდენტმა პროფესორი ალექსანდრე კარტოზია, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის დამსახურების ორდენის დამსახურების ჯვრით დააჯილდოვა, რომელიც გერმანიის ელჩმა ჰუბერტ ქნირშმა მეცნიერს 2022 წლის 19 მაისს გადასცა თბილისში.

ჰყავს მეუღლე რუსუდან გორგილაძე, რომელიც განათლების მინისტრობისას მისი მოადგილე იყო. ის პროფესიით ნეიროფსიქოლოგია. 2021 წელს გამოქვეყნდა გორგილაძის წიგნი "დიქტატურის გემო", რომელიც ლიტერატურული პრემია "საბას" ლაურეატი გახდა. გამოქვეყნებული აქვს სტატიები მსოფლიო პოლიტიკისა და განათლების სისტემის შესახებ (ჰარვარდის, ბერკლის უნივერსიტეტის გამომცემლობები), მასალები, ინტერვიუები ქართული და უცხოური პრესისათვის საკვებისა და კულტურის ისტორიის, პროპაგანდის, ევროპის პოლიტიკური ისტორიისა და სხვა საკითხებზე. 1998 წელს მიენიჭა ამერიკის შეერთებული შტატების ქალაქ ჰიუსტონის საპატიო მოქალაქისა და კეთილი ნების ელჩის წოდება.

"არ ვიცი, რა გავაკეთე ამ ცხოვრებაში ისეთი კარგი, რომ ალეკო შემხვდა...", - ამბობს რუსუდან გორგილაძე ერთ-ერთ ინტერვიუში, ხოლო, როცა ალექსანდრე კარტოზიას მათ სიყვარულზე ეკითხებიან, ის პასუხობს: "მთავარია ერთმანეთის გვესმოდეს და მოგვწონდეთ ერთმანეთი ისეთები, როგორებიც ვართ".