ავტორი:

"მაგან ისე იცის პოლიტიკა, როგორც მე კვანტური მექანიკა..." - რას წერს მაია ნადირაძე სალომე სამადაშვილზე?

"მაგან ისე იცის პოლიტიკა, როგორც მე კვანტური მექანიკა..." - რას წერს მაია ნადირაძე სალომე სამადაშვილზე?

"ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ყოფილი ლიდერი, ყოფილი დეპუტატი მაია ნადირაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, რომელშიც ამჟამად "ლელოს" პოლიტიკურ მდივანსა და "ნაციონალური მოძრაობის" ყოფილ წევრზე სალომე სამადაშვილზე კრიტიკულად საუბრობს.

"სრულიად ქოცქალები, თავიანთი მონდომების მიუხედავად, ვერ ასიამოვნებდნენ ივანიშვილს ისე, როგორც ეს სამადაშვილს გამოუვიდა.

მაგან ისე იცის პოლიტიკა, როგორც მე კვანტური მექანიკა. მე ის მაინც ვიცი, რომ არ ვიცი, კვანტური მექანიკა.

ეს “ღვაწლმოსილი პოლიტიკოსი” გვიმტკიცებს, რომ ავტორიტარული და რეპრესიული რეჟიმის პირობებში, არჩევნებში უნდა მივიღოთ მონაწილეობა, რომ ის დავასუსტოთ.

არც ვიცი როგორ დავცინო, უმარტივესი ირონიაც კი მისთვის შეიძლება გაუგებარი აღმოჩნდეს. ირონია კი არა, ფაქტებიც არ იცის. ამის გადმოსახედიდან ვენესუელაში მადურო დამარცხებულია უკვე არჩევნებით…

ეს გაბღენძილი მედროვე ქალი იქით იყოს და კიდევ ერთხელ მინდა გავიმეორო:

“ყველა გავერთიანდეთ” არ არის სწორი ფორმულა, როცა იქ სამადაშვილები არიან.

“გავერთიანდეთ ყველა ვისაც გული გვერჩის და ქვეყანა გვიყვარს. “მაინც ძალიან ბევრნი ვართ, რომ ეს ზედაპირზე ამოტივტივებული ნაგავი გადავრეცხოთ, თავის სამადაშვილებიანად".