ავტორი:

აშშ-ში დააკავეს მამაკაცი, რომელსაც სარდაფში 4 ადამიანი ჰყავდა გამოკეტილი - ბრალდებული მათ მომვლელად მუშაობდა: დეტალები

აშშ-ში დააკავეს მამაკაცი, რომელსაც სარდაფში 4 ადამიანი ჰყავდა გამოკეტილი - ბრალდებული მათ მომვლელად მუშაობდა: დეტალები

აშშ-ის პოლიციის ცნობით, დააკავეს მამაკაცი, რომელსაც სამხრეთ კაროლინაში მდებარე სახლის სარდაფში 4 ადამიანი ჰყავდა გამოკეტილი. ამის შესახებ ცნობილი მას შემდეგ გახდა, რაც ერთ-ერთი მათგანი ძალადობის შედეგად გარდაიცვალა.

დაკავებული 35 წლის დონი რეი ბირჩფილდ უმცროსია.

გავრცელებული ინფორმაციით, ქალი მას შემდეგ გარდაიცვალა, რაც ბირჩფილდმა საკვებისა და მედიკამენტების მიცემაზე უარი უთხრა. პოლიციამ ადგილზე გარდაცვლილის ქმარი და კიდევ ორი ქალი იპოვა - მათი ვინაობა ჯერჯერობით არ გასაჯაროებულა.

ბირჩფილდი 1 აგვისტოს დააკავეს. მოგვიანებით, მას თაღლითობისა და ექსპლუატაციის ბრალდება წაუყენეს. სავარაუდოდ, პატიმრების ფულის გამოყენების გამო. ბოლო რვა თვის განმავლობაში მან წყვილის საბანკო ანგარიშიდან თითქმის 12 000 დოლარი დახარჯა ვალების დასაფარად.

WSOC-TV-ის ცნობით, ხელისუფლება დამატებითი ბრალდებების წაყენებამდე ფსიქოლოგის დასკვნას ელოდება.

გარდაცვლილი ქალი და მისი ქმარი შშმ პირები იყვნენ, ბრალდებული კი მათ მზრუნველად მუშაობდა. სასამართლო დოკუმენტების თანახმად, სავარაუდოდ, დანარჩენ ორ ქალთან ბირჩფილდს რომანტიკული ურთიერთობა აკავშირებდა.

წყარო