თუ რუსეთი მზად არ იქნება ომის დასასრულებლად შეთანხმებისთვის, აშშ სრულიად მზად არის დაუწესოს ტარიფების ძალიან ძლიერი პაკეტი, მაგრამ ტარიფები რომ ეფექტიანი იყოს, ევროპული ქვეყნები, უნდა შემოგვიერთდეთ იგივე ზომების შემოღებაში, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა გაეროს გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლის დროს.
"დაუღალავად ვმუშაობ უკრაინაში მკვლელობების შესაჩერებლად. შვიდი ომიდან, რომელიც დავასრულე, მეგონა, რომ ეს ყველაზე მარტივი იქნებოდა პრეზიდენტ პუტინთან ჩემი ურთიერთობების გამო, რომელიც ყოველთვის კარგი იყო.
მეგონა, რომ ყველაზე მარტივი იქნებოდა, მაგრამ ომში არასდროს არ იცი, რა მოხდება. ყოველთვის ბევრი სიურპრიზია, როგორც კარგი, ასევე, ცუდი. ყველას ეგონა, რომ რუსეთი ამ ომს სამ დღეში მოიგებდა, მაგრამ ასე არ გამოვიდა. ეგონათ, რომ ერთი პატარა სწრაფი შეტაკება იქნებოდა. ეს კარგად არ წარმოაჩენს რუსეთს, ცუდად წარმოაჩენს მათ. მიუხედავად იმისა, თუ რა მოხდება ამ მომენტიდან, ეს რამდენიმე დღის ამბავი უნდა ყოფილიყო, ერთ კვირაზე ნაკლების, და ისინი სამ წელიწად-ნახევარი იბრძვიან. და კლავენ 5-დან 7 ათას ახალგაზრდა ჯარისკაცს, ძირითადად ჯარისკაცებს, ორივე მხარეს. ყოველ კვირა - 5-დან 7 ათასამდე მკვდარი ახალგაზრდა ადამიანი.
და ზოგიერთ ქალაქში, გაცილებით ნაკლები ციფრებია, სადაც რაკეტებს ისვრიან, დრონები ვარდება… ჩინეთი და ინდოეთი მიმდინარე ომის მთავარი დამფინანსებლები არიან რუსული ნავთობის შესყიდვების გაგრძელებით, მაგრამ, რაც უპატიებელია, ნატოს ქვეყნებმაც დიდად არ შეწყვიტეს რუსული ენერგეტიკისა და რუსული ენერგოპროდუქტების [შესყიდვა], რაც ორი კვირის წინ აღმოვაჩინე და არ გამიხარდა. დაფიქრდით, ისინი საკუთარი თავის წინააღმდეგ აფინანსებენ ომს. ეს ვის გაუგია?
თუ რუსეთი მზად არ იქნება ომის დასასრულებლად შეთანხმებისთვის, აშშ სრულიად მზად არის დაუწესოს ტარიფების ძალიან ძლიერი პაკეტი, რაც, ჩემი რწმენით, ძალიან სწრაფად დაასრულებს სისხლისღვრას. მაგრამ ეს ტარიფები რომ ეფექტიანი იყოს, ევროპული ქვეყნები, აქ ვინ ხართ შეკრებილი, უნდა შემოგვიერთდეთ იგივე ზომების შემოღებაში,” - განაცხადა ტრამპმა.

ტრამპმა ისაუბრა შვიდ ომზე, რომლებიც, მისი თქმით, მისი მეორე ვადის განმავლობაში დასრულდა და დასძინა, რომ ამაზე ხალხი ეუბნებოდა, რომ ეს კონფლიქტები "დაუსრულებელია".
კერძოდ, მან ჩამოთვალა კონფლიქტები - კამბოჯასა და ტაილანდს; კოსოვოსა და სერბეთს; პაკისტანსა და ინდოეთს; ისრაელსა და ირანს; ეგვიპტესა და ეთიოპიას; სომხეთსა და აზერბაიჯანს; და „საშინელი ძალადობრივი ომი“ კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკასა და რუანდას შორის.
"მე დავასრულე შვიდი ომი, ვითანამშრომლე თითოეული ამ ქვეყნის ლიდერთან და გაეროს მხრიდან კი სატელეფონო ზარიც კი არ მიმიღია, რომელიც შეთანხმების დასრულებაში დახმარებას შემომთავაზებდა“, - აღნიშნა მან და დასძინა: „გაეროსგან მხოლოდ ესკალატორი მივიღე, რომელიც ასვლისას შუაში ჩერდებოდა.. შემდეგ კი სუფლიორი, რომელიც არ მუშაობდა“.
მან დასვა კითხვა, რა არის გაეროს მიზანი?
"ასე რომ, რა არის გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მიზანი? გაეროს უზარმაზარი პოტენციალი აქვს“, - განაცხადა მან და დაამატა, „მაგრამ ის ამ პოტენციალის რეალიზებასთან ახლოსაც კი არ მიდის“.
"ცარიელი სიტყვები ომს ვერ წყვეტს“, - განაცხადა ტრამპმა.
ასევე, დონალდ ტრამპმა ჩინეთი და ინდოეთი ომის დაფინანსებაში დაადანაშაულა, მას ისაუბრა ნატო-ს ქვეყნებზეც, რომელთაც არ შეწყვიტეს რუსული ენერგორესურსების შესყიდვა და თქვა, რომ ეს უპატიებელია.
"ჩინეთი და ინდოეთი მიმდინარე ომის მთავარი დამფინანსებლები არიან რუსული ნავთობის შესყიდვების გაგრძელებით, მაგრამ, რაც უპატიებელია, ნატოს ქვეყნებმაც დიდად არ შეწყვიტეს რუსული ენერგეტიკისა და რუსული ენერგოპროდუქტების [შესყიდვა], რაც ორი კვირის წინ აღმოვაჩინე და არ გამიხარდა. დაფიქრდით, ისინი საკუთარი თავის წინააღმდეგ აფინანსებენ ომს. ეს ვის გაუგია? ,- განაცხადა ტრამპმა.
დონალდ ტრამპმა კიდევ ერთხელ გამოხატა აშშ-ის მზაობა, რომ რუსეთს დაუწესოს ტარიფები, თუმცა დასძინა, რომ ეფექტიანობისთვის იგივე ზომები ევროპელებმაც უნდა მიიღონ.
"თუ რუსეთი მზად არ იქნება ომის დასასრულებლად შეთანხმებისთვის, აშშ სრულიად მზად არის დაუწესოს ტარიფების ძალიან ძლიერი პაკეტი, რაც, ჩემი რწმენით, ძალიან სწრაფად დაასრულებს სისხლისღვრას. მაგრამ ეს ტარიფები რომ ეფექტიანი იყოს, ევროპული ქვეყნები, აქ ვინ ხართ შეკრებილი, უნდა შემოგვიერთდეთ იგივე ზომების შემოღებაში“, - დასძინა ტრამპმა.