ავტორი:

ელეგანტური და მშვენიერი ნიცა თავაძე, მეუღლესთან ერთად, PSG-ს საქველმოქმედო გალაზე - ფეხბურთისა და მოდის ნაზავი პარიზული კლუბის ელიტურ საღამოზე

ელეგანტური და მშვენიერი ნიცა თავაძე, მეუღლესთან ერთად, PSG-ს საქველმოქმედო გალაზე - ფეხბურთისა და მოდის ნაზავი პარიზული კლუბის ელიტურ საღამოზე

პარიზში, "პარი სენ-ჟერმენის“ (PSG) ყოველწლიურ საქველმოქმედო გალა საღამოზე, ფეხბურთელები და მათი მეუღლეები განსაკუთრებული ელეგანტურობით გამოირჩეოდნენ. მათ შორის იყვნენ ჩვენი საყვარელი წყვილი, ხვიჩა კვარაცხელია და ნიცა თავაძე, რომლებმაც წითელ ხალიჩაზე ყველა მზერა მიიპყრეს.

ხვიჩა, როგორც ყოველთვის, დახვეწილ შავ კოსტიუმში იყო გამოწყობილი, ნიცა კი საოცრად გამოიყურებოდა გრძელ, ელეგანტურ შავ კაბაში. წყვილი მთელი საღამოს განმავლობაში ერთად პოზირებდა ფოტოგრაფების წინაშე.

ეს ღონისძიება არა მხოლოდ გლამურული შეხვედრა იყო, არამედ PSG Communities Foundation-ის საქველმოქმედო საქმიანობის აღსანიშნავადაც გაიმართა. გალა საღამოზე შეგროვებული თანხა მთლიანად ფონდში გადაირიცხა, რომელიც სხვადასხვა სოციალურ პროექტს აფინანსებს.

  • ვარსკვლავური წყვილები წითელ ხალიჩაზე

გალა საღამოზე "პსჟ“-ის სხვა ვარსკვლავებიც თავიანთ მეუღლეებთან ერთად გამოჩნდნენ:

  • ლუკას ბერალდო და მისი მეუღლე რაფაელა, რომლებიც წითელ ხალიჩაზე ფოტოგრაფების ყურადღების ცენტრში აღმოჩნდნენ. რაფაელა წითელი კაბითა და ბრილიანტის ყელსაბამით ბრწყინავდა.

  • მარკინიოსი და მისი მეუღლე, ბრაზილიელი ინფლუენსერი კაროლ კაბრინო, რომელიც მეოთხე შვილზე ორსულადაა.

  • ლუკას ერნანდესი და მისი საცოლე, ვიქტორია ტრიაი კლაინი, რომლებიც ივლისში მშობლები გახდნენ. 37 წლის ბრაზილიელ მოდელს Instagram-ზე 1.8 მილიონზე მეტი გამომწერი ჰყავს.

  • ჟოაო ნევეში და მისი შეყვარებული, მსახიობი მადლენა არაგანო.

  • ნუნო მენდეში და მისი შეყვარებული, თალიტა სილვა.

ამ საღამოს მთავარი გმირი უსმან დემბელე იყო, რომელმაც "ოქროს ბურთი“ მოიგო. გასულ სეზონში მან 35 გოლი გაიტანა და 16 საგოლე გადაცემა გააკეთა, რაც "პსჟ“-ს ისტორიაში პირველად ჩემპიონთა ლიგის მოგებაში დაეხმარა.

იხილეთ ასევე: