ავტორი:

14 გარდაცვლილი და 124 დაკარგული - ტროპიკული ციკლონის უმძიმესი შედეგი ტაივანში: ტაიფუნი "რაგასა" ჩინეთსაც ემუქრება (ფოტოები/ვიდეო)

14 გარდაცვლილი და 124 დაკარგული - ტროპიკული ციკლონის უმძიმესი შედეგი ტაივანში: ტაიფუნი "რაგასა" ჩინეთსაც ემუქრება (ფოტოები/ვიდეო)

ტროპიკული ციკლონის, სუპერტაიფუნ "რაგასასგან“ გამოწვეული ძლიერი წვიმების გამო ტაივანში ტბა ადიდდა, რის შედეგადაც, სულ მცირე, 14 ადამიანი დაიღუპა.

  • ტაივანის სახანძრო-სამაშველო სამსახურის ინფორმაციით, ჰუალიენის ოლქში, სადაც ტბა ადიდდა, 124 ადამიანი დაკარგულად ითვლება.

"რაგასას“ მიახლოების გამო, ჰონგ-კონგსა და სამხრეთ ჩინეთის ზოგიერთი ნაწილში საფრთხის მაღალი დონეა გამოცხადებული, რის გამოც ჩინეთის ხელისუფლებამ მინიმუმ 10 ქალაქში სკოლები და ბიზნეს ობიექტები დახურა.

ჰონგ-კონგში სასწავლო პროცესი სამშაბათიდან შეჩერებულია. ამასთან, სამშაბათს საღამოდან ჰონგ-კონგიდან ფრენები არ განხორციელებულა.

ჰონგ-კონგის მეტეოროლოგიური სამსახურის ცნობით, სუპერტაიფუნი თავისი ცენტრის სიახლოვეს 195 კმ/სთ სიჩქარის ქარს წარმოქმნის და სამხრეთ ჩინეთის ზღვის დასავლეთის მიმართულებით მოძრაობს.

  • ვარაუდობენ, რომ "რაგასა“, სავარაუდოდ, 24 საათის განმავლობაში ჩინეთის გუანდუნის პროვინციის ცენტრალურ და დასავლეთ სანაპირო რაიონებს მიაღწევს.

მანამდე, ჩინეთის სამხრეთ-აღმოსავლეთით მდებარე ქალაქ შენჟენში 400 000 ადამიანის ევაკუაციის ბრძანება გასცეს.

პრევენციულ ზომებს ახორციელებენ გუანდუნის პროვინციის სხვა რამდენიმე ქალაქშიც.