თბილისში, კახეთის გზატკეცილზე კახა კალაძემ და ირაკლი კობახიძემ მეფე ერეკლე მეორის ძეგლი გახსნეს. საზეიმო ღონისძიებას საქართველოს მთავრობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
“ქვეყანა, რომელიც არ უფრთხილდება საკუთარ ფესვებს, ვერასდროს შექმნის ღირსეულ მომავალს. თბილისში ერეკლე მეორის ძეგლის გახსნა არის კიდევ ერთი სიმბოლო იმისა, რომ ჩვენ პატივს ვცემთ და ვუფრთხილდებით ჩვენს ეროვნულ იდენტობას, ფესვებსა და ისტორიას,“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ სიტყვით გამოსვლისას.
“ჩვენ დღეს ძეგლს ვუდგამთ ჩვენს სასიქადულო მეფეს, რომელიც, მშობლიური თელავის შემდეგ, ზუსტად ნახევარი საუკუნის განმავლობაში ელოდა ამ დღეს.
„მან ჩვენი ქვეყანა ურთულეს ეპოქაში გამოატარა და ბოლომდე დაიხარჯა მის სამსახურში. მეფე ერეკლემ გადაიხადა ერთი დიდი, უწყვეტი, სამოცწლიანი ომი საქართველოს გადარჩენისა და გამთლიანებისთვის. ომი ხმლით, ომი შრომით, ომი გონიერებით. დღევანდელი ძეგლის საზეიმო გახსნა სიმბოლურია იმდენად, რამდენადაც დღეს, ისევე როგორც სამასი წლის წინ, ქართველი ხალხის მთავარი ეროვნული ამოცანა, მიზანი და სულისკვეთება ქვეყნის თავისუფლება და გაერთიანებაა. ქართველი ერის ამ ისტორიულ მისიაში ერეკლე მეფე უნდა იყოს მაგალითიც და შთაგონებაც, რომ ბოლომდე მივიყვანოთ მის მიერ დაწყებული საერთო-ეროვნული საქმე“,- განაცხადა შალვა პაპუაშვილმა ერეკლე მეორის ძეგლის გახსნის ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას.
იხილეთ ასევე: