ავტორი:

მიიღე მონაწილეობა კვლევაში და გაიგე, რა კავშირია შენს ხმასა და პიროვნულ მახასიათებლებს შორის - BTU-მ მასშტაბური კვლევა დაიწყო

მიიღე მონაწილეობა კვლევაში და გაიგე, რა კავშირია შენს ხმასა და პიროვნულ მახასიათებლებს შორის - BTU-მ მასშტაბური კვლევა დაიწყო

ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტმა მასშტაბური კვლევა დაიწყო. კვლევის მიზანია, შეიქმნას ხელოვნური ინტელექტის (AI) მოდელი, რომელიც ადამიანის პიროვნულ მახასიათებლებსა და მის ხმოვან მონაცემებს შორის კავშირს შეისწავლის.

კვლევა თანამედროვე მიდგომებსა და ტექნოლოგიებს ეფუძნება. შედეგად, უნდა შეიქმნას ზუსტი მოდელი, რომელიც მომავალში მრავალი სფეროსთვის იქნება გამოყენებადი.

პროექტში ჩართვა ყველა მსურველს შეუძლია. პროცესი საკმაოდ ხანმოკლე და მარტივია. დაახლოებით 15 წუთიანი პროცესი მოიცავს:

  • კვლევაში მოცემული ტექსტის 30-წამიანი აუდიოჩანაწერის გაკეთებას;
  • კითხვარის შევსებას.

მონაწილეთა პასუხები და აუდიოჩანაწერები მკაცრად კონფიდენციალურია, მონაცემები ანონიმურად გაანალიზდება და მხოლოდ კვლევის ფარგლებში იქნება გამოყენებული.

BTU-ს წარმომადგენლების თქმით, კვლევაში ფართო საზოგადოების ჩართულობა ზუსტი და მძლავრი AI მოდელის შესაქმნელად ძალიან მნიშვნელოვანია.

კვლევაში მონაწილეობა შესაძლებელია ბმულზე: https://form.jotform.com/252321368295055

შეგახსენებთ, რომ ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში ცოტა ხნის წინ შეიქმნა ტექნოლოგია, რომელიც ადამიანის გონებას ხმით კითხულობს და შემდეგ შიფრავს. მეთოდი წარმოადგენს ხმოვან ტალღაზე დაფუძნებულ ანალიტიკურ სისტემას, რომელიც ადამიანის მიერ საუბრისას წარმოქმნილ ინტონაციას, პაუზებს, რიტმს, ენერგიას და სხვა პარამეტრებს დეტალურად აანალიზებს და ამ მონაცემების საფუძველზე, მაღალი სიზუსტით და უმოკლეს დროში ადგენს ადამიანის ფუნქციურ ფსიქოლოგიურ სტრუქტურას. BTU-ს მიერ შემუშავებული მეთოდოლოგიის საფუძველზე Humanos სისტემა ავლენს ადამიანის უნიკალურ ფსიქოლოგიურ კოდს — Humanos ინდექსს. ეს კოდი ასახავს ინდივიდის ემოციურ რეაქციებს, კომუნიკაციის ფორმას, ქცევის ლოგიკას, ფიქრის სტილს და იმ შინაგან ოპერაციულ პროგრამას, რომლის მიხედვითაც ადამიანი მოქმედებს.

კვლევის პირველ ეტაპზე გაანალიზდა 500 ინდივიდუალური ქეისი და ხმოვანი ჩანაწერი. მეორე ეტაპზე ჩართულია 1200 რესპონდენტი, რაც უზრუნველყოფს მონაცემთა მასშტაბის ზრდას და შედარებით ანალიზს. HumanOS-ის შესახებ სამეცნიერო პუბლიკაციები უკვე განთავსებულია ევროპის წამყვან რეპოზიტორ ბაზებში.

HumanOS და ფსიქო-კოდის თეორია ახალი ეტაპია ფსიქოლოგიის სფეროში. ეს არის ინოვაციური მეთოდი, რომელსაც შეუძლია ხელოვნური ინტელექტის დახმარებით ფსიქოთერაპიაში, ორგანიზაციულ მართვაში და ა.შ. თანამედროვე ტექნოლოგიების ინტეგრაცია და ადამიანის ქცევის შესწავლა და ანალიზი.

R