ავტორი:

“დაახლოებით 48%-ია დამწვრობა, სახე, ზემო კიდურები, გულ-მკერდი და ზურგის ნაწილი, აქვს სასუნთქი გზების დაზიანება“ - რას ამბობს გუგა ქაშიბაძე აფეთქების შედეგად დაშავებულ გოგონაზე?

“დაახლოებით 48%-ია დამწვრობა, სახე, ზემო კიდურები, გულ-მკერდი და ზურგის ნაწილი, აქვს სასუნთქი გზების დაზიანება“ - რას ამბობს გუგა ქაშიბაძე აფეთქების შედეგად დაშავებულ გოგონაზე?

“ლოტკინზე აფეთქების შედეგად დაშავებულ 19 წლის გოგოს სხეულის 48% დამწვარი აქვს, რეანიმაციაშია და მისი მდგომარეობა საკმაოდ მძიმეა,“ - ამის შესახებ დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელმა, ექიმმა გუგა ქაშიბაძემ განაცხადა.

  • მისი თქმით დაშავებულს სხეულის 48% აქვს დამწვარი.

“დაახლოებით არის 48% დამწვრობა, ეს არის სახე, ზემო კიდურები, გულ-მკერდი და ზურგის ნაწილი, ასევე აქვს სასუნთქი გზების დაზიანება. მოთავსებულია რეანიმაციის განყოფილებაში, სავარაუდოდ, გაზის აფეთქების შედეგად აქვს მიღებული დაზიანება. რადგან რეანიმაციაშია, ე.ი. მდგომარეობა საკმაოდ სერიოზულია", - ამბობს ექიმი. ცნობისთვის, თბილისში, ლოტკინის დასახლებაში 2 ძლიერი აფეთქება გუშინ მოხდა.

შსს-ს ინფორმაციით, ფაქტზე გამოძიება 2 მუხლით - სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე და 240-ე პრიმა მუხლებით მიმდინარეობს, რომლებიც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევასა და ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს ექსპლუატაციის წესების დარღვევის გამო.

იხილეთ ასევე: