გაზრდილი ხარჯები, გადაწეული ვადები, არაჯეროვნად შესრულებული სამუშაო - ეს ის გამოწვევებია, რომელიც რემონტის ჩატარების მსურველთა უმეტესობას აქვს. მიუხედავად იმისა, რომ ხარისხიან სერვისზე მოთხოვნა მაღალია, მიწოდება შესაბამისად ვერ პასუხობს მას და მომხმარებელიც უკმაყოფილო რჩება.
სწორედ ამიტომ, იქმნება კომპანიები, რომლებიც აერთიანებენ საბროკერო, სამშენებლო და სარემონტო სამუშაოების სერვისს და მხოლოდ მაღალკვალიფიციურ სპეციალისტებს ასაქმებენ. მათ შორის არის RI.ge - პლატფორმა უძრავ ქონებასთან დაკავშირებული ყველა სახის მომსახურებით: მიწის ნაკვეთის ან ბინის მოძიება, სახლის მშენებლობა, რემონტი, შეფასება, გადაფორმება, გაყიდვაში დახმარება და სხვა.
RI.ge-ის მომსახურებაზე მოთხოვნა სულ უფრო იზრდება. როგორც კომპანიის დირექტორი თენგიზ ეგნატაშვილი განმარტავს, სულ უფრო მეტი მომხმარებელი ანიჭებს უპირატესობას სარემონტო სამუშაოების კომპანიისთვის გადაბარებას, რადგან მას ეს საშუალებას აძლევთ, დროულად ჩაიბარონ წინასწარ შეთანხმებული პროექტი, დაზოგონ ხარჯები და მიიღონ ხარისხიანი მომსახურება. რაც მთავარია, კომპანია აერთიანებს პროფესიონალთა გუნდს, რაც გამორიცხავს რემონტისას შეცდომების დაშვების ალბათობას.
უფრო მეტი დეტალის შესახებ, რა უპირატესობა აქვს სახლის რემონტის ერთი კომპანიისთვის დაკვეთას, რამდენად ხარჯთეფექტურია აღნიშნული მომსახურება და რა სერვისებს გვთავაზობს RI.ge, კომპანიის დირექტორი, თენგიზ ეგნატაშვილი საუბრობს:
RI.ge უკვე სამი წელია ბაზარზეა და თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ერთადერთი კომპანია ვართ, რომელიც უძრავ ქონებასთან დაკავშირებით სრულ სერვისს სთავაზობს მომხმარებლებს, იქნება ეს ყიდვა/გაყიდვა, იურიდიული მომსახურება, გეგმარება, ნებართვები, ინტერიერის დიზაინი, მშენებლობა, რემონტი, შეფასება და სხვა.
დიზაინის შედგენის დროს ვითვალისწინებთ მომხმარებლის გემოვნებას, ბიუჯეტს, ასევე რა შესაძლებლობებს გვაძლევს დაგეგმარება, ეს ერთობლივი პროცესია. რემონტის შემთხვევაშიც, საკუთარ თავზე ვიღებთ ყველაფერს, დაგეგმვიდან დაწყებული, მომხმარებლისთვის სასურველი მასალებისა და პროფესიონალი ხელოსნების მოძიებით დასრულებული. ასევე გვაქვს კერძო სახლის მშენებლობის სერვისიც, რაც ითვალისწინებს მიწის ნაკვეთის მოძიებიდან და ნებართვის აღებიდან პროექტის სრულ ჩაბარებამდე პროცესს.
ფაქტობრივად არ შემხვედრია საქართველოში ადამიანი, რომელსაც სახლში რემონტის გაკეთების გამოცდილება აქვს და გაზრდილი ვადები, ხარჯები და უხარისხოდ შესრულებული სამუშაო არ ყოფილა მისი მთავარი პრობლემა. ჩვენს ქვეყანაში რემონტის დაწყება სტრესთან ასოცირდება, ეს არის დღევანდელი სამწუხარო რეალობა და ჩვენი კომპანიის დაფუძნების მიზანიც სწორედ ის იყო, რომ ადგილობრივი თუ უცხოელი მომხმარებლისთვის ხარისხიანი სერვისი და მომსახურება შეგვეთავაზებინა.
ჩვენ უზრუნველვყოფთ უძრავ ქონებასთან, ამ შემთხვევაში კი რემონტთან დაკავშირებულ სრულ სერვისს, რომელიც მოიცავს საბოლოო ფასთან მაქსიმალურად მიახლოებულ წინასწარ განფასებას, შესაბამისად მომხმარებელმა თითქმის 99%-იანი სიზუსტით იცის, რა დაუჯდება რემონტი. ჩვენი მთავარი განმასხვავებელი ნიშანი და უპირატესობა ბაზარზე არის სწორი და სამართლიანი სახელშეკრულებო მოწესრიგება დამკვეთთან ურთიერთობისას.
ჩვენი ერთ-ერთი უპირატესობაა, რომ ყველა ობიექტი ვადებში ან ვადაზე ადრეა ჩაბარებული და რაც მთავარია, დამკვეთთან შეთანხმებული ყველა დეტალის გათვალისწინებით. რა თქმა უნდა, პროცესში შეიძლება გარკვეული ცვლილებები მოხდეს, მაგალითად, დამკვეთმა თავად გადაწყვიტოს რაიმეს შეცვლა, რის გამოც შეიძლება პროექტის განახლება და ნებართვის მიღება გახდეს საჭირო და შესაბამისად, ვადებიც შეიცვალოს. რაც მთავარია, გვაქვს გამჭვირვალე კომუნიკაცია და ყველაფერი წინასწარ არის შეთანხმებული, ცხადია გარდა გამონაკლისი შემთხვევებისა, რის შესახებაც დამკვეთს ყოველთვის დროულად ვაყენებთ საქმის კურსში.
ჩვენს სერვისებს შორის არის როგორც სარემონტო სამუშაოების შესრულება, ასევე ნებართვის მოპოვების კომპონენტი, რაც აუცილებლობაა როგორც კერძო სახლის ან მრავალბინიანი კორპუსის მშენებლობისას, ისე ისტორიულ უბნებში, მაგალითად სოლოლაკში, მთაწმინდის ზოგიერთ ქუჩაზე მდებარე ბინების ინტერიერის ცვლილების დროსაც, რადგან შენობებს შეიძლება კულტურული მემკვიდრეობის სტატუსი ჰქონდეს მინიჭებული. ზოგიერთ შემთხვევაში, აღნიშნულ რეგულაციას უგულებელყოფენ, მაგრამ ჩვენ კანონის სრული დაცვით ვმოქმედებთ.
მომხმარებლისთვის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაა პროფესიონალი ხელოსნების მოძიება. ზოგადად, სარემონტო სამუშაოების ხარისხიანად შესრულების კუთხით ჩვენს ქვეყანაში იმდენად დაბალი სტანდარტია, რომ მომხმარებლებს ხშირად უწევთ ხოლმე ჩაიბარონ ხარვეზებიანი ბინა, ოღონდ ვადებში შეძლონ ჩატევა. ცხადია, ჩვენ ამ პრობლემასაც ვითვალისწინებთ და ჩვენი მექანიზმებით მაქსიმალურად ვცდილობთ, საქმე მივანდოთ პროფესიონალთა გუნდს, რომელიც სამუშაოებს იდეალურად შეასრულებს.
სამწუხაროდ, ჩვენს ქვეყანაში ხელოსანთა ლიცენზირების მექანიზმი და მათი ერთიანი ბაზა არ არსებობს, ამიტომ ნებისმიერ ინდივიდს შეუძლია, სიტყვიერად განაცხადოს, რომ კონკრეტული საქმის სპეციალისტია და მომხმარებელსაც სხვა გზა არ რჩება, ბრმად უნდა ენდოს მას. სანამ შედეგი არ დადგება, იქამდე მისი კომპეტენციის შემოწმება შეუძლებელია ხოლმე. ჩვენთან თანამშრომლობის ერთ-ერთი მთავარი უპირატესობა სწორედ ის არის, რომ მომხმარებლებს ასეთ რისკს ვარიდებთ თავიდან, რადგან უკვე გვყავს გამოცდილი სპეციალისტებით დაკომპლექტებული გუნდი. ამასთან, მნიშვნელოვნად გაძვირდა ხელოსნების მომსახურება, ფაქტობრივად გაორმაგდა როგორც თბილისში ისე რეგიონებში, უფრო გართულდა მათი მოძიება და მომხმარებლისთვის ესეც ქმნის დაბრკოლებას. ჩვენი სერვისი მათ ამ გამოწვევის დაძლევაშიც ეხმარება.
რომ შევაჯამო ბაზარზე ფაქტობრივად არ არსებობს კომპანია, რომელიც ასეთი ხარისხით მიაწვდის მომხმარებელს უძრავ ქონებასთან დაკავშირებულ ნებისმიერ სერვისს, რომელიც შეიძლება დასჭირდეს მას.
გარდა იმისა, რომ შეიძლება თავად მომხმარებელმა გადაწყვიტოს უფრო ძვირადღირებული მასალის შეძენა ან პირიქით, რაიმეში თანხის დაზოგვა, ფასების კორექტირება შეიძლება მოხდეს შემდეგ შემთხვევებშიც:
აღნიშნული საკითხები ჩვენ ყოველთვის გვაქვს ხელშეკრულებაში გათვალისწინებული და მომხმარებელიც ინფორმირებულია ხოლმე მის შესახებ. ჩვენი მიზანია, სარემონტო სამუშაოები შევასრულოთ იმ თანხაში, რაც წინასწარ შეთანხმდა, თუმცა რა თქმა უნდა, ეს ცოცხალი პროცესია და შეიძლება ცვლილებები მოხდეს.
ამ ეტაპზე ჩვენი მომხმარებლების უმეტესობა უცხოელია, თუმცა ადგილობრივ ბაზარზეც იზრდება ინტერესი. ვფიქრობ ამის მიზეზი არის ის კომფორტი და ხარისხი, რასაც ჩვენ ვთავაზობთ. ვფიქრობ, რომ ნელ-ნელა კიდევ უფრო მოიმატებს მოთხოვნა მაღალ დონეზე შესრულებულ სამუშაოებზე, მეტ ადამიანს გაუჩნდება სურვილი, დაზოგოს დრო და ფინანსური რესურსები და საქმე მიანდოს პროფესიონალებს, რომლებიც მოლოდინს აუცილებლად გაუმართლებს.
ტენდენცია გვიჩვენებს, რომ ბაზარი ასე დაიწყებს განვითარებას და თუ აქამდე ძირითადად ექსპატებს ვემსახურებოდით, ჩვენს პორტფელში ადგილობრივი მომხმარებელიც მნიშვნელოვან ადგილს დაიკავებს.
უძრავ ქონებასთან დაკავშირებულ საკითხებზე მეტი ინფორმაციის მისაღებად ან სპეციალისტის კონსულტაციისთვის ეწვიეთ კომპანიის ვებგვერდს RI.ge
R