სატურნის ჩრდილოეთ პოლუსის ატმოსფეროში აქამდე უცნობი „მუქი მძივები“ და სხვა უნიკალური სტრუქტურები დაფიქსირდა. ასტრონომების თქმით, ამ „აუხსნელ“ ფენომენს ჩვენს მზის სისტემაში „ანალოგი არ აქვს“.
შოკისმომგვრელი სტრუქტურები ჯეიმს ვების კოსმოსური ტელესკოპის ახლო ინფრაწითელი სპექტროგრაფით დააფიქსირეს. აღნიშნული ლაქები ტელესკოპის ახლო ინფრაწითელმა კამერამ მაშინ აღმოაჩინა, როცა ის მეცნიერებმა უზარმაზარი შტორმისკენ ამ სპექტრის ემისიების შესასწავლად მიმართეს.

ნაშრომში აღნიშნულია, რომ მძივები „დინამიკურად სტაბილურია“ და, სავარაუდოდ, ისინი „იონოსფერულ ქარებს შორის რყევების შედეგად“ ყალიბდებოდა. "მძივები" პლანეტის იონოსფეროში არსებულ დამუხტულ პლაზმაში ნელა გადაადგილდება, "ოთხქიმიანი ვარსკვლავი" კი მის ქვეშ მდებარე სტრატოსფეროშია. მეცნიერების თქმით, ასეთი რამ აქამდე არ უნახავთ და ჯერჯერობით არ იციან, რასთან აქვთ საქმე.
ფიქრობენ, რომ "მუქი მძივები" მაგნიტოსფეროსა და მბრუნავ ატმოსფეროს შორის რთული ურთიერთქმედების შედეგად წარმოიქმნა.