"Astronomer-ის ყოფილი გენერალური დირექტორი ენდი ბაირონი და კრისტინ კაბოტი უბრალოდ მეგობრები იყვნენ, როდესაც Coldplay-ის კონცერტზე “kiss cam“-მა ისინი ერთად დააფიქსირა" - აცხადებს წყარო, კომპანიის ყოფილი HR ხელმძღვანელის ახლო გარემოცვიდან.
"კრისტინსა და ენდის შესანიშნავი სამუშაო ურთიერთობა ჰქონდათ და ასევე კარგი მეგობრობაც. რომანი კი არ არსებობდა, თუმცა კონცერტზე უფროსთან ჩახუტება ნამდვილად შეუსაბამო ქცევა იყო და კრისტინი ამაზე სრულ პასუხისმგებლობას იღებს, მაგრამ სკანდალი, დაცემა, სამსახურის დაკარგვა — ყველაფერი ეს უსამართლოა" - ამბობს წყარო.

ივლისში, ბოსტონში გამართულ კონცერტზე, ბაირონი და კაბოტი ინტიმური ჩახუტების დროს დააფიქსირეს.
"ვააუ, შეხედეთ ამ ორს" - წამოიძახა მიკროფონში ჯგუფის სოლისტმა კრის მარტინმა. თუმცა როგორც კი ხსენებულმა ორმა ეკრანზე საკუთარი თავი დაინახა, ბაირონმა წამოიძახა: “ჯანდაბა, ეს მე ვარ“ და მაშინვე კამერას თავი აარიდა, ხოლო კაბოტმა, სახე ხელებში დამალა.
“ან რომანი აქვთ, ან უბრალოდ ძალიან მორიდებულები არიან,“ – იხუმრა მარტინმა, რასაც დარბაზში ხმაური და სიცილი მოჰყვა, ხოლო უხერხული მომენტის ამსახველი ვიდეო ინტერნეტში სწრაფად გავრცელდა.


ბაირონი მეორე დღესვე გადადგა თანამდებობიდან, ხოლო კაბოტი — კვირაზე ნაკლებ დროში.
"ძალიან მნიშვნელოვანია, რომ კრისტინი არასწორად მონათლეს — თითქოს ის ოჯახების დამანგრეველი იყოს,“ — განუცხადა წყარომ ჟურნალისტებს და აღნიშნა, რომ ისინი კონცერტზე "დიდი მეგობრების ჯგუფთან ერთად" მივიდნენ და ეს არ ყოფილა კომპანიასთან დაკავშირებული ღონისძიება.
"ყველაზე მეტად იმან გამაოცა, რამდენი დეზინფორმაცია გავრცელდა. ეს ნებისმიერ ჩვენგანს შეიძლება გადახდეს" - დაამატა მან. მისივე თქმით, სკანდალის შემდეგ კრისტინმა ტელეფონზე დაახლოებით 900 სიკვდილის მუქარის შემცველი შეტყობინება მიიღო.


ამავე თვეში, კრისტინის განქორწინებულმა ქმარმა, “Privateer Rum“-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ენდრიუ კაბოტმა გაამხილა, რომ ისინი კონცერტამდე რამდენიმე კვირით ადრე უკვე დაშორებულები იყვნენ.

კრისტინმა განქორწინებაზე სარჩელი ოფიციალურად აგვისტოს შუა რიცხვებში შეიტანა.

ბაირონისა და მისი ცოლის, მეგან კერიგანის, მდგომარეობა გაურკვეველია, თუმცა ცნობილია, რომ მან მაშინვე წაშალა ქმრის გვარი Facebook-დან და შემდეგ მთლიანად გააუქმა ანგარიში.
ნახეთ ასევე: