მსოფლიოს მთავარი მოდის კვირეულები უკვე წარმოუდგენელია ქართველი ტოპ მოდელის, მატილდა გვარლიანის გარეშე. ამჯერად მილანის მოდის კვირეული შედის აქტიურ ფაზაში და მატილდასაც დიდი ბრენდების პოდიუმზე ვხედავთ.
Gucci, რა თქმა უნდა, არ არის ერთადერთი, რომლის კოლექციის წარდგენაზეც მატილდა მილანის მოდის კვირეულზე ვიხილეთ.
ქართველმა ტოპ მოდელმა ასევე წარადგინა Fendi-ს, Missoni-ს, Alberta Ferretti-ს ნამუშევრები.










მატილდა გვარლიანი ყველაზე მაღალშემოსავლიან მოდელებს შორის სახელდება. რამდენიმე კვირის წინ Models.com-ის Money List- ის ახალი რეიტინგი გამოაქვეყნა. მატილდა არის პირველი ქართველია, ვინც ამ პრესტიჟულ სიაში მოხვდა.
Models.com-ის ინფორმაციით, რომელიც მოდელების შემოსავლის შესახებ მონაცემებს უშუალოდ სამოდელო სააგენტოებისგან იღებს, მატილდას ანაზღაურება ერთ-ერთი ყველაზე მაღალია მოდის ინდუსტრიაში.
მატილდა გვარლიანი მუშაობს მსოფლიოს წამყვან სამოდელო სააგენტოებთან, მათ შორის:
· Next New York (ნიუ იორკი)
· Next Paris (პარიზი)
· Next London (ლონდონი)
· Next Milan (მილანი)
· Iconic Management (ბერლინი)
მან მონაწილეობა მიიღო ისეთი ცნობილი ბრენდების კამპანიებში, როგორებიცაა Louis Vuitton, Saint Laurent, Dior, Calvin Klein, და H&M. ასევე, მისი სახე ამშვენებდა ისეთი პოპულარული ჟურნალების გარეკანებს, როგორებიცაა Vogue Korea, Vogue Mexico, Vogue Netherlands და D Repubblica.
ნახეთ ასევე: