ავტორი:

ლეონარდო დიკაპრიოს თქმით,. კარიერის დასაწყისში სთხოვდნენ, რომ სახელი შეეცვალა - "მეუბნებოდნენ, რომ ამ სახელით სამსახურში არავინ ამიყვანდა"

ლეონარდო დიკაპრიოს თქმით,. კარიერის დასაწყისში სთხოვდნენ, რომ სახელი შეეცვალა - "მეუბნებოდნენ, რომ ამ სახელით სამსახურში არავინ ამიყვანდა"

ჰოლივუდის ვარსკვლავსა და ბოლო წლებში ამერიკული კინოს ერთ-ერთ საუკეთესო მსახიობს, კარიერის დასაწყისში აგენტმა უთხრა, რომ მისი იტალიური სახელი ზედმეტად უსვამდა ხაზს მის წარმომავლობას და რომ ამის გამო "სამსახურში არავინ აიყვანდა.:ამის შესახებ ლეომ New Heights” პოდკასტში სტუმრობისას ისაუბრა.

როგორც დიკაპრიო ჰყვება, მას შესთავაზეს სახელი გადაეკეთებინა და ლენი უილიამსი დაერქვა. თურმე, როცა დიკაპრიოს მამამ ნახა შვილის ფოტოები ქვეშ მიწერილი ყალბი სახელით, მის წინაშე გაბრაზებულმა დახია.

  • ინტერვიუში ბენისიო დელ ტოროც მონაწილეობდა და აღმოჩნდა, რომ მასაც მსგავსი ისტორია აქვს - კარიერის დასაწყისში შესთავაზეს, რომ ბენი დელი დაერქვა.

დიკაპრიო და ბენისიო დელ ტორო მონაწილეობენ პოლ ტომას ანდერსონის ახალ ფილმში - "ბრძოლის შემდეგ ბრძოლაში“.

ოსკაროსანმა დიკაპრიომ კარიერა Matchbox cars-ის რამდენიმე რეკლამაში მონაწილეობით დაიწყო. 90-იანებში სერიალმა "Growing Pains”-მა და ფილმმა "This Boy’s Life” პირველი წარმატება მოუტანა.

ბენისიო დელ ტოროს სახელი დიდ ეკრანზე პირველად 1995-ში, ფილმში “The Usual Suspects” გამოჩნდა.

მოამზადა საბა ჩიტიაშვილმა