ავტორი:

"ეს უბრალოდ კოცნაა" - რას წერს კიანუ რივზის მეგობარი ქალი

"ეს უბრალოდ კოცნაა" - რას წერს კიანუ რივზის მეგობარი ქალი

კიანუ რივზის შეყვარებულმა, ალექსანდრა გრანტმა ქორწინების შესახებ გავრცელებული ჭორები უარყო. მან ინსტაგრამზე ახალი ფოტო გამოაქვეყნა, სადაც ის და რივზი არიზონაში, როდენის კრატერში, მხატვარ ჯეიმს ტურელის სტუდიაში იმყოფებიან.

  • "ეს ნამდვილი ფოტოა, უბრალოდ კოცნა და არა ნიშნობის ამსახველი სურათი. კარგი ამბები დღესდღეობით ძალიან საჭიროა, მაგრამ ეს მაინც ყალბი ამბავია, ამიტომ ფრთხილად უნდა ვიყოთ", - დაწერა მან.

მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ის და კიანუ რივზი არ დაქორწინებულან.

რივზი და გრანტი ერთმანეთს 2009 წელს წვეულებაზე შეხვდნენ. მოგვიანებით ერთად იმუშავეს მსახიობის წიგნზე "ოდა ბედნიერებას“, თუმცა მათი ურთიერთობის შესახებ 2019 წლის ნოემბერში LACMA Art + Film Gala-ზე გახდა ცნობილი.

კიანუსა და ელიზაბეტს შორის 9-წლიანი ასაკობრივი სხვაობაა - ელიზაბეტი რივზზე 9 წლითაა უფროსი. ელიზაბეტ გრანტი 60 წლისაა, ხოლო კიანუ 51 წლის.

წყარო