ავტორი:

ნიღბიანი და შეიარაღებული მძარცველების 25-კაციანი ჯგუფი კალიფორნიაში, ძვირფასეულობის მაღაზიაში შეიჭრა - წაღებულია 1 მლნ დოლარის სამკაული: ვრცელდება ძარცვის ვიდეო

ნიღბიანი და შეიარაღებული მძარცველების 25-კაციანი ჯგუფი კალიფორნიაში, ძვირფასეულობის მაღაზიაში შეიჭრა - წაღებულია 1 მლნ დოლარის სამკაული:  ვრცელდება ძარცვის ვიდეო

კალიფორნიაში, სან რამონში, 25-კაციანმა ჯგუფმა საიუველირო მაღაზია გაძარცვა და 1 მილიონი დოლარის ღირებულების სამკაული მოიპარა. ინფორმაციას მედიასთან პოლიცია ადასტურებს და გარდა ამისა, გავრცელდა ვიდეოც, სადაც ჩანს, თუ როგორ შეიჭრნენ მძარცველები მაღაზიაში.

  • სან რამონის პოლიციის დეპარტამენტის ინფორმაციით, ამ დროისთვის შვიდი ეჭვმიტანილია დაკავებული, ამოღებულია მოპარული საქონლის მხოლოდ ნაწილი.

სამართალდამცველთა ინფორმაციით, ძარცვა გასულ ორშაბათს City Center Bishop Ranch-ის სავაჭრო ცენტრში მდებარე Heller Jewelers-ის მაღაზიაში მოხდა.

მძარცველებიდან შეიარაღებული იყო სულ მცირე, სამი ადამიანი.

ბოლო ორი წლის განმავლობაში ეს არის მეორე შემთხვევა, როდესაც აღნიშნული მაღაზია მძარცველების სამიზნე გახდა. 2023 წელს აქ 7 ნიღბიანი მამაკაცი შეიჭრა და 1,1 მილიონის ღირებულების სამკაული წაიღეს. მოგვიანებით სამართალდამცველებმა მათი დაკავება შეძლეს.

  • ნახეთ ძარცვის ამსახველი ვიდეო, რომელიც მედიაში გავრცელდა: