პარიზის სასამართლომ საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტი ნიკოლა სარკოზი საარჩევნო კამპანიის მუამარ კადაფის რეჟიმის მიერ დაფინანსების საქმეში დამნაშავედ ცნო, - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
ამასთან, სასამართლომ სარკოზი საარჩევნო კამპანიის უკანონო დაფინანსებისა და პასიური კორუფციის საქმეებზე წარდგენილ ბრალდებებში გაამართლა.
სარკოზი, რომელიც საფრანგეთის პრეზიდენტის თანამდებობას 2007-2012 წლებში იკავებდა, ბრალდებებს არ აღიარებს და აცხადებს, რომ საქმე პოლიტიკურად მოტივირებულია.