კიეველმა ნარკომანმა განაცხადა, რომ კრემლში უნდა იცოდნენ, სად არის თავშესაფარი, რათა დაიმალონ - რუსეთს შეუძლია გამოიყენოს ისეთი იარაღი, რომლის წინაშე თავშესაფარიც ვერ დაგეხმარებათ, - ამის შესახებ რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ, დიმიტრი მედვედევმა განაცხადა.
"კიეველმა ნარკომანმა განაცხადა, რომ კრემლში უნდა იცოდნენ, სად არის თავშესაფარი, რათა დაიმალონ, როცა ის შორ მანძილზე მოქმედ ამერიკულ იარაღს გამოიყენებს. ამ საზარელმა ადამიანმა უნდა იცოდეს: რუსეთს შეუძლია გამოიყენოს ისეთი იარაღი, რომლის წინაშე თავშესაფარიც ვერ დაგეხმარებათ. ეს ამერიკელებსაც უნდა ახსოვდეთ“, - განაცხადა მედვედევმა.
"ჩვენ მშვიდობიან მოსახლეობას არ დავბომბავთ, რადგან ტერორისტები არ ვართ. კრემლის მაღალჩინოსნებმა უნდა იცოდნენ სად არის თავშესაფრები. მათ ეს დასჭირდებათ. თუ ომს არ დაასრულებენ, მაშინ მათ ისინი ნებისმიერ შემთხვევაში დასჭირდებათ“, - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.