“აჭარა ჯგუფის“ წარმომადგენლის ანასტასია ზურაბიშვილის განცხადებით, პირი, რომელიც პოლიციამ სასტუმრო “ჰოლიდეი ინნ-ში“ დააკავა, ნომერში მარტო იმყოფებოდა. ამის შესახებ ანასტასია ზურაბიშვილმა “ინტერპრესნიუსს“ განუცხადა.
“ამ ეტაპზე რა ინფორმაციაც შემიძლია მოგცეთ, არის ის, რომ სტუმარი იმყოფებოდა ოთახში მარტო, არ გამოდიოდა სასტუმროს ოთახიდან, დაცვას გაუწია წინააღმდეგობა, შესაბამისად, უსაფრთხოების სამსახურმა დაურეკა პოლიციას და შემდეგ უკვე პოლიციამ გამოიყვანა ეს ადამიანი. როგორც ვიცი, ადგილზე არის პოლიცია, ოთახში არის შესული და მიმდინარეობს გამოძიება.
რაც შეეხება სროლას, სროლასთან დაკავშირებით ვერ ვადასტურებ, არ მაქვს ეს ინფორმაცია. უბრალოდ, თვითონ ამ ადამიანს check out-ის დრო ჰქონდა და არ გამოვიდა თავისი ნებით. ამის შემდეგ უსაფრთხოების სამსახური მივიდა, რადგან საკუთარი ნებით არ გამოვიდა [პირი ნომრიდან], ამიტომაც გახდა საჭირო პოლიციაში დარეკვა. ეს ადამიანი მარტო იყო”, - განაცხადა ანასტასია ზურაბიშვილმა.
იხილეთ ასევე: