ავტორი:

სასამართლოდან გაქცეული რუსი მულტიმილიონერი, რომელიც სილამაზის დედოფალზე იყო დაქორწინებული, უჩვეულო გარემოში გარდაცვლილი იპოვეს - რა დეტალებია ცნობილი

სასამართლოდან გაქცეული რუსი მულტიმილიონერი, რომელიც სილამაზის დედოფალზე იყო დაქორწინებული, უჩვეულო გარემოში გარდაცვლილი იპოვეს - რა დეტალებია ცნობილი

43 წლის ბორის ავაკიანი, საბაჟოს ყოფილი ხელმძღვანელი რომელიც, მის მიმართ თაღლითობის მუხლით მიმდინარე სასამართლო პროცესიდან გაიქცა, პეტერბურგში მდებარე სომხეთის საკონსულოს ტუალეტში გარდაცვლილი იპოვეს.

ორი შვილის მამა, "მის მსოფლიო 2014"-ის გამარჯვებულზე, 39 წლის იულია იონინაზე იყო დაქორწინებული, სასამართლო შენობიდან კი მას შემდეგ გაიქცა, რაც გარეთ სიგარეტის მოსაწევად გასვლა მოიმიზეზა და მანქანაში ჩაჯდა.

ავაკიანი მოგვიანებით, სომხეთის საკონსულოში გამოცხადდა და სომხეთში ექსტრადიცია მოითხოვა, ვინაიდან მას რუსეთის გარდა სომხეთის მოქალაქეობაც ჰქონდა.

თუმცა რამდენიმე საათში ის საპირფარეშოში გარდაცვლილი იპოვეს – რუსულმა მედიამ მაშინვე გამოაცხადა, რომ ეს თვითმკვლელობა იყო.

ადვოკატები კონსტანტინ ტარასენკო და ნატალია ჩერნიკოვა ამ ვერსიას ეჭვქვეშ აყენებდნენ .

მომხდართან დაკავშირებით ეჭვი მას შემდეგ უფრო გაძლიერდა, რაც სომხეთის მხარემ რუს გამომძიებლებს სხეულზე წვდომის ნებართვა არ მისცა.

თავად სხეულის ადგილსამყოფელი ამ დროისთვის კვლავ გაურკვეველია.

ავაკიანი, რომელიც ერთ დროს სანქტ-პეტერბურგის პორტის საბაჟო-საბროკერო სამსახურს ხელმძღვანელობდა, ფედერალური უძრავი ქონების სააგენტოს დირექტორის მოადგილეც იყო — იმ უწყებაში, სადაც წარსულში ვლადიმირ პუტინი მუშაობდა.

იგი ასევე ახლო ურთიერთობაში იყო სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანთან, რომლის დაძაბული ურთიერთობა მოსკოვთან, საყოველთაოდ ცნობილია ფაქტია.

მანამდე ავაკიანმა უკრაინის ომში მოხალისედ წასვლით სასამართლოს თავიდან არიდება სცადა თუმცა, შემდგომში გადაწყვეტილება შეცვალა.

ავაკიანის მეუღლე იულია, პროფესორის ქალიშვილია, ფლობს მრავალ ტიტულს, მათ შორის “ქალბატონ სანქტ-პეტერბურგს 2012“ და “მსოფლიოს დედოფალს 2014“. წყვილს ორი შვილი ჰყავს.

მულტიმილიონერის სიკვდილი კიდევ ერთი შემთხვევაა ბოლო დროს რუსულ ელიტაში გავრცელებულ იდუმალი მკვლელობების გრძელ რიგში. მენეჯერები, ოლიგარქები და მინისტრებიც კი “ფანჯრებიდან ვარდებიან“, გულ-მკერდში ტყვიას იხლიან ,”რამდენჯერმე“ ან უცნაურ გარემოებებში გარდაცვლილად ცხადდებიან.

წყარო