ქალი, რომლის ცხედარიც ესპანეთში 20 წლის წინ აღმოაჩინეს, საერთაშორისო საპოლიციო კამპანიის საშუალებით იქნა იდენტიფიცირებული.
ეს უკვე მესამე შემთხვევაა, როდესაც “ოპერაცია დამასახელე მე“-ს ფარგლებში მსხვერპლი ქალების იდენტიფიცირება ხდება. ინიციატივა პოლიციამ 2023 წელს წამოიწყო, იმ მიზნით რათა დაედგინა იმ ქალთა ვინაობა, რომლებიც ევროპაში მოკლეს ან საეჭვო და აუხსნელ გარემოებებში დაიღუპნენ.
პირველი შემთხვევა ბრიტანელი ქალის მკვლელობა იყო ბელგიაში, რომლის ოჯახმაც მას შემდეგ ამოიცნო, რაც BBC News-ის სიუჟეტში მისი ტატუს ფოტო დაინახა.
საერთაშორისო პოლიციის სააგენტო ინტერპოლის გენერალური მდივანი ვალდესი ურკიზა, რომელიც კამპანიას ხელმძღვანელობს, აცხადებს, რომ უკანასკნელი იდენტიფიკაცია “ახალ იმედს“ მისცემს დაკარგულთა ოჯახის წევრებსა და მეგობრებს და ასევე გამომძიებლებსაც “ახალ კვალზე“ დააყენებს.

ზავადას ცხედარი 2005 წლის ივლისში აღმოაჩინეს გზის პირას, ესპანეთის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში, ბარსელონის პროვინციაში.
პოლიციამ მას "ვარდისფერი ქალი" უწოდა, რადგან ვარდისფერი ყვავილებიანი ზედა, ვარდისფერი შარვალი და ვარდისფერი ფეხსაცმელი ეცვა.

ინტერპოლის განცხადებით, გლობალური მიგრაციისა და ადამიანებით ვაჭრობის ზრდამ გამოიწვია ის ფაქტი, რომ საკუთარი ქვეყნის ფარგლებს გარეთ სულ უფრო მეტი ადამიანი იკარგება, რაც ცხედრების იდენტიფიცირებას ართულებს. ამ დროისთვის პოლიცია ასევე ცდილობს კიდევ 44 ქალის იდენტიფიცირებას რომელთა ცხედრები ნიდერლანდებში, გერმანიაში, ბელგიაში, საფრანგეთში, იტალიასა და ესპანეთშია აღმოჩენილი. მათი უმრავლესობა მკვლელობის მსხვერპლია და სავარაუდო ასაკი 15-დან 30 წლამდე მერყეობს.