გლობალური ჯანდაცვის სააგენტოების განაცხადებით, 2027 წლიდან აივ-ის პრევენციისთვის განკუთვნილი ინოვაციური ინექციური პრეპარატის ჯენერიკ ვერსიები ხელმისაწვდომი გახდება და 100-ზე მეტ დაბალ და საშუალო შემოსავლიან ქვეყანაში, წელიწადში დაახლოებით 40 დოლარი ეღირება.
"ლენაკაპავირი, რომელსაც “გილიად საიენსისი“ აშშ-ში Yeztugo-ს სახელით ყიდის, ამჟამად წელიწადში დაახლოებით 28 000 დოლარი ღირს. სწორედ ამიტომ “აივ-ის პრევენციის მიზნით, ფუნდამენტურად მნიშვნელოვანია, გაცილებით იაფი ჯენერიკ ვერსიების მასშტაბური დანერგვა" - განაცხადა Unitaid-ის აივ-ის სტრატეგიულმა ხელმძღვანელმა კარმენ პერეს კასასმა.
გასული წლის ოქტომბერში "გილიადმა" გამოაცხადა, რომ ექვს ჯენერიკულ ფარმაცევტულ კომპანიასთან გააფორმა სალიცენზიო ხელშეკრულება, იმ მიზნით რომ, ღარიბ ქვეყნებშიც გამოეშვათ და გაეყიდათ მსოფლიოში პირველი ხანგრძლივი მოქმედების პრეპარატი (PrEP).
ოთხშაბათს, Unitaid-მა ასევე განაცხადა, რომ პარტნიორობის ხელშეკრულება გააფორმა Dr. Reddy's Laboratories“, CHAI და „Wits RHI“-სთან, რათა 2027 წლიდან 120 ქვეყანაში პრეპარატი ადამიანისთვის წელიწადში 40 დოლარად ყოფილიყო ხელმისაწვდომი.
"გეიტსის ფონდმა“ ასევე განაცხადა, რომ ანალოგიური შეთანხმება ინდურ ფარმაცევტულ კომპანია “Hetero“-სთან გააფორმა. ისეთი სამეცნიერო მიღწევები, როგორიცაა ლენაკაპავირი, აივ-ის ეპიდემიის დამარცხებაში მხოლოდ იმ შემთხვევაში დაგვეხმარება, თუ ისინი ყველა იმ ადამიანებისთვის გახდება ხელმისაწვდომი, ვინც ამას ყველაზე მეტად საჭიროებს" - განაცხადა ფონდის გლობალური ჯანდაცვის ხელმძღვანელმა ტრევორ მუნდელმა.