ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ევროპამ მოსკოვი რუსული სამხედრო თვითმფრინავების ჩამოგდების მზადყოფნის შესახებ გააფრთხილა, რუსოფობიით გაჟღენთილი ფანტაზიაა, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, მარია ზახაროვამ გამოცემა Bloomberg-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე კომენტირებისას განაცხადა.
„ვფიქრობ, რომ ეს მხოლოდ ამ კონკრეტული დასავლური სააგენტოს მორიგი ფაბრიკაციაა. იმას თუ მაინც გავოგებთ, რა სახის შეხვედრა იყო, მაშინ შევძლებთ გავიგოთ, რაზეა ეს ფანტაზიები. წინააღმდეგ შემთხვევაში, კომენტარის გაკეთება უბრალოდ შეუძლებელია“, - აღნიშნა ზახაროვამ.
„ეს კეთდება განზრახ და მიზანმიმართულად, რათა უფრო ხმაურიანი იყოს ევროკავშირის ქვეყნების წარმომადგენლების განცხადებები, რომლებიც აგრესიულ რიტორიკას ავრცელებენ რუსეთის, და ზოგადად, ევროპის კონტინენტის მომავლის გარშემო“, - აღნიშნა ზახაროვამ.
Bloomberg-ის ინფორმაციით, ევროპელმა დიპლომატებმა მიმდინარე კვირაში კრემლი გააფრთხილეს, რომ ნატო მზადაა სრული ძალით უპასუხოს მისი საჰაერო სივრცის შემდგომ დარღვევებს, მათ შორის რუსული თვითმფრინავების ჩამოგდებით.