ავტორი:

"სრულიად ზანზიბარის "სელებრითები", ჩემი მეუღლის მეგობრები ჩართულები იყვნენ სამზადისში" - ქართველი ქალისა და აფრიკელი კაცის ქორწილი შორეულ კონტინენტზე (ფოტოები)

"სრულიად ზანზიბარის "სელებრითები", ჩემი მეუღლის მეგობრები ჩართულები იყვნენ სამზადისში" - ქართველი ქალისა და აფრიკელი კაცის ქორწილი შორეულ კონტინენტზე (ფოტოები)

"ჩვენ შემოდგომაზე დავოჯახდით, ხელი მოვაწერეთ. ქორწილის დრო ნორმალურად არ დაგვრჩა, მუდმივი ტურების გამო და სრულყოფილ, აფრიკულ ქორწილს სექტემბერში ვაპირებთ... აფრიკული, ცოტა გიჟური ქორწილი იქნება. აფრიკული სამოსი, მუსიკა, აფრო მოცეკვავეები. ეს არ იქნება აქ პირველი ქართული ქორწილი. 2024 წლის შემოდგომაზე თავად დავაორგანიზე პირველი ქართველი წყვილის ქორწილი ზანზიბარში. სექტემბერში მეორე ქართული ქორწილი იქნება ჩვენი; რა თქმა უნდა ახლაც ასე დავიწყებთ - ვისია, ვისია ქალი ლამაზი.. იქნება ქართული ელემენტები, შემდეგ აფრიკული, ძალიან ლაღი და მხიარული. ქორწილის მთავარი მუხტი - ადგილობრივი ცნობილი მოცეკვავეები იქნებიან; რეჟისურაც და სრულიად დადგმა მათზე მაქვს მინდობილი" - გვითხრა ნათია ალექსიშვილმა წინა ინტერვიუში, რომელიც მასთან ჯერ კიდევ ზაფხულში ჩავწერეთ...

მისი საოცნებო ქორწილი სულ ახლახან გაიმართა და ამჯერად ნათია ალექსიშვილი ქორწილის შედეგად გამოწვეულ ემოციებს ზანზიბარიდან გვიზიარებს...

- ჩემი და რედის ოფიციალური ქორწინებიდან ერთწლიანი თანაცხოვრების შემდეგ ყოველდღიურობაში ვათვითცნობიერებდი, რომ გვერდით მყავს საოცნებო, არარეალურად კარგი ადამიანი; მივხვდი რომ ნამდვილად იყო აღსანიშნი ამ ადამიანის აღმოჩენა ჩემს ცხოვრებაში. ადამიანი - სიმყუდროვე, ყურადღებიანი, კედელი და მოკლედ ადამიანი დღესასწაული! ვახსენე თუ არა ქორწილი, მისი, ასევე ყურადღებიანი და ფუსფუსა სამეგობრო მყისვე ჩაერთო სამზადისში, სრულიად ზანზიბარის "სელებრითები" გიჟები და გადარეულები.

არასდროს მქონია სურვილი სტანდარტული ქორწილის და შესაბამისად ერთად "გამოვაცხვეთ" ჩვენი აფრიკულ-ქართული ქორწილი, დაწყებული ჩვენივე ტრადიციულ-ზანზიბარულ ნავზე "ვისია ვისია ქალი ლამაზით" და გაგრძელებული აფრო-კლუბ კოკობელოში, რომლის იტალიელი მეპატრონე, ნიკოლიც, ენერგიულად ჩაერთო სამზადისში და აგვყვა თავისი ჭრელი იდეებით.

ადგილობრივ მეგობრებთან ერთად დიდი თანადგომა ვიგრძენით ჩვენი ქართველი სტუმრების, მათ შორის კილიმანჯაროს მოლაშქრეთა გუნდის; რომლებმაც ჩვენი დაორგანიზებით დალაშქრეს კილიმანჯაროს მთა; მშვიდობით დაბრუნებულები დაგვიდგნენ გვერდით. ასევე მეგობრები, ოჯახის წევრები...

მადლობა მინდა გადავუხადოთ ყველას ყურადღებისა და მოლოცვისათვის!! და განსაკუთრებული მადლობა ჩვენს ქართველ სტუმრებს ჩვენს გვერდში ყოფნისათვის და ამ მნიშვნელოვანი დღის გალამაზებისთვის ასევე, ჩვენს სტუმრებს ვინც კონკრეტულ თარიღს ვერ დაემთხვა, მაგრამ ყურადღება და გულშემატკივრობა არ მოგვაკლო!!

ქართველების აფრიკელმა სიძემ ყველა ჩამოსულ სტუმარს შეაყვარა თავი, მგონი ჩემზე მეტად. პირველი მოკითხვა და საჩუქრები ჯერ მას ეგზავნება ხოლმე საქართველოდან. ჩვენ ვაგრძელებთ ჩვენს სამოთხის ცხოვრებას მხიარულ, კეთილ და ფერად ზანზიბარში და ვაგრძელებთ სტუმრების მიღებას სხვადასხვა ქვეყნიდან; თუმცა ყველაზე მეტად ქართველი სტუმარი გვიხარია, ასე რომ გელით ყველას ვინც აპირებთ მოგზაურობას ზანზიბარში, ჩვენი აფრიკულ-ქართული ოჯახი, ჩვენი აქაური ტრადიციული გემი, თავისი მხიარული ეკიპაჟით... და რა თქმა უნდა ულამაზესი, მხიარული ზანზიბარი თავისი ულამაზესი ინდოეთის ოკეანით

წაიკითხეთ ასევე: