ორი ტროპიკული ციკლონი შესაძლოა, გაერთიანდეს და მძვინვარე შტორმად გადაიქცეს. ამის შესაბ NYP მეტეოროლოგებზე დაყრდნობით წერს.
ტროპიკული ციკლონი "უმბერტო“ ჩრდილო ატლანტის ოკეანეში გასულ ოთხშაბათს ჩამოყალიბდა და მოსალოდნელია, რომ უფრო გაძლიერდება. პარალელურად, კარიბის ზღვის აუზში კიდევ ერთ ციკლონს, "იმელდას“ ელოდებიან.

ეს არის ამინდის ანომალია, რომელსაც იაპონელი მეტეოროლოგის, საკუჰეი ფუჯივჰარას სახელი 1921 წელს დაერქვა. იგი უმეტესად მაშინ ჩნდება, როდესაც ორი ციკლონი ერთმანეთისგან 900 მილის რადიუსში მოხვდება და საერთო ცენტრის გარშემო იწყებს ბრუნვას.
"ფუჯივარას ეფექტი მაშინ ხდება, როდესაც შტორმები ერთმანეთს უახლოვდებიან, ურთიერთქმედებენ და ერთმანეთის გარშემო ბრუნავენ“, - ამბობს Fox Weather-ის მეტეოროლოგი გრეგ დაიმონდი.
შემდგომი მოვლენები თითოეული შტორმის ზომასა და სიძლიერეზეა დამოკიდებული - თუმცა, ეროვნული მეტეოროლოგიური სამსახურის ცნობით, იშვიათ შემთხვევებში, მათ ერთმანეთთან შეჯახება და ერთი გიგანტური სუპერშტორმის შექმნა შეუძლიათ.
