ავტორი:

"საბა, რა თქმა უნდა, დაკავებული არაა...  რ2 მოემზადოს პროცესისთვის" - რას აცხადებს ნანუკა ჟორჟოლიანი მისი არასრულწლოვანი შვილის დაკავებაზე გავრცელებულ ცნობაზე და რას ამბობენ შსს-ში?

"საბა, რა თქმა უნდა, დაკავებული არაა...  რ2 მოემზადოს პროცესისთვის" - რას აცხადებს ნანუკა ჟორჟოლიანი მისი არასრულწლოვანი შვილის დაკავებაზე გავრცელებულ ცნობაზე და რას ამბობენ შსს-ში?

ამ ცოტა ხნის წინ, "რუსთავი 2"- მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ დაკავებული იყო ნანუკა ჟორჟოლიანის ვაჟი, იარაღის უკანონო ტარებისთვის.

გამოცემამ გარკვეული დროის შემდეგ ეს ინფორმაცია წაშალა, ნანუკა ჟორჟოლიანმა კი სოციალურ ქსელში დაწერა:

"ეს არის ამბავი. საბა, რა თქმა უნდა, დაკავებული არაა. რ2 მოემზადოს პროცესისთვის. არასრულწლოვანზე სიტყვა სავარაუდოც რომ არ დაწერეს!!

ნინო შუბლაძე, ათამდე დაგეთვალათ, სიტყვა სავარაუდოდ ჩაგემატებინათ!!!

შენს შვილზე პატარაა!!!! შენს ხელში დაიბადა გაიზარდა!! რა იაფია შენი მორალი და ახლა როგორი არადამიანი ჩანხარ!!" - დაწერა ცოტა ხანში ნანუკა ჟორჟოლიანმა, რომელმაც ასევე დაურთო შსს-ს ინფორმაცია, რომ 2009 წელს დაბადებული ს.კ. მანქანაში "სავარაუდოდ აკუსტიკური იარაღი ნახეს".

ambebi.ge-მ ინფორმაციის გადასამოწმებლად შსს-ში დარეკა, სადაც განგვიცხადეს:

"გადამოწმების მიზნით პოლიციამ გააჩერა 2009 წელს დაბადებული ს.კ. რა დროსაც ავტომობილის კარში იარაღის მსგავსი საგანი შენიშნეს. ის, სავარაუდოდ, არის კუსტარული (აკუსტიკური) იარაღი. აღნიშნულ ფაქტზე საქმის წარმოება დაიწყო ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 181-ე პრიმა მუხლით". ჩვენი ინფორმაციით, ამ ეტაპზე იარაღის ექსპერტიზა ჩაინიშნა.