ავტორი:

ამოუცნობი დრონები ფრანგული სამხედრო ბაზის თავზე, სადაც უკრაინელ სამხედროებს ამზადებენ

ამოუცნობი დრონები ფრანგული სამხედრო ბაზის თავზე, სადაც უკრაინელ სამხედროებს ამზადებენ

ფრანგმა სამხედრო წარმომადგენლებმა დაადასტურეს, რომ საფრანგეთში მურმელონ-ლე-გრანდის სამხედრო ბაზის თავზე გამოჩენილი ამოუცნობი დრონების გამო, პერიმეტრზე უსაფრთხოების ზომები გამკაცრდა და გამოძიების პროცესი დაიწყო.

ადგილობრივი მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, მურმელონ-ლე-გრანდის სამხედრო ბაზის თავზე, სადაც 501-ე სატანკო პოლკია განთავსებულია და უკრაინელი სამხედროების მომზადება მიმდინარეობდა, ორშაბათს ღამით, რამდენიმე დრონი შენიშნეს. ოფიციალური სამხედრო პირების თქმით, მარნის დეპარტამენტის ტერიტორიაზე დაფიქსირებულ მცირე საფრენ აპარატებს “სამხედრო პირები არ მართავდნენ“

ფრანგული კანონმდებლობა მკაცრად კრძალავს სამოქალაქო დრონების ფრენას სამხედრო ობიექტების თავზე. მსგავსი ფრენები ეროვნულ უსაფრთხოებისთვის საფრთხის შემცველად მიიჩნევა და დიდი ჯარიმებითა ან პატიმრობით ისჯება.

გასული თვეების განმავლობაში ევროპის მასშტაბით მსგავსი შემთხვევა დაფიქსირდა. რამდენიმე ევროპულმა ქვეყანამ უკვე განაცხადა სამოქალაქო და სამხედრო ობიექტების თავზე უცნობი პირების მიერ მართულ უპილოტო საფრენი აპარატების გადაფრენის შესახებ. ინციდენტებს აეროპორტების დროებითი დახურვა და რეისების გაუქმებაც კი მოჰყვა.

ნატოს ოფიციალური პირები ვარაუდობენ, რომ ამ დესტაბილიზაციის უკან შეიძლება რუსეთი იდგეს და მოვლენებს "ჰიბრიდული თავდასხმების“ ნაწილად აფასებენ, მათი განცხადებით, ყველაფერთან ერთად, კოორდინირებულ კამპანიის მიზანი კრიტიკული ინფრასტრუქტურისა და სამხედრო ობიექტებზე სადაზვერვო დაკვირვებაც წარმოადგენს.

წყარო