ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელში უამინდობამ პრობლემები შექმნა.
დატბორილია საცხოვრებელი სახლების პირველი სართულები, ეზოები და საკარმიდამო ნაკვეთები. ასევე, მდინარე კაბალი, ადიდების შედეგად ლაგოდეხი-კაბალი-გურჯაანის დამაკავშირებელ გზაზე გადავიდა და საავტომობილო მოძრაობა შეაფერხა. გზაზე გადაადგილება ამ დრომდე შეზღუდულია.
სტიქიის ადგილზე მობილიზებულია სახანძრო სამაშველო ბრიგადები და იმყოფებიან ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებიც.



ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ კაბალში მდინარე კაბალი ადიდდა. დატბორილია სახლები და გზები. მოსახლეობა დახმარებას შესაბამისი სამსახურებისგან ელოდება.
ასევე მძიმე ვითარებაა სოფელი განჯალაში (კაბალის თემი).
"ხალხი ითხოვს დახმარებას!!! მოსახლეობას სახლიდან გასვლა უნდა!!" - წერს ადგილობრივი ფერი ისმაილოვა.
