საქართველოს პროკურატურამ სასტუმრო “ჰოლიდეი ინნ”-ში ინვენტარის დაზიანების და მუქარის ფაქტზე საქართველოს და აშშ-ის ორმაგი მოქალაქეს ბრალდება წარუდგინა.
ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.
სამართალდამცველებმა ბრალდებული შემთხვევის ადგილზე დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე და 187-ე მუხლების პირველი ნაწილებით (სიცოცხლის მოსპობის მუქარა და სხვისი ნივთის დაზიანება) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს”, - ნათქვამია ინფორმაციაში.