ავტორი:

სუს-ის ინფორმაციით, ბავშვები, რომელთა საოკუპაციო ხაზიდან გატაცებაზე ინფორმაცია ცოტა ხნის წინ გავრცელდა, უკვე უსაფრთხოდ არიან

სუს-ის ინფორმაციით, ბავშვები, რომელთა საოკუპაციო ხაზიდან გატაცებაზე ინფორმაცია ცოტა ხნის წინ გავრცელდა, უკვე უსაფრთხოდ არიან

"ბავშვები ჩვენთან და უსაფრთხოდ არიან" - ამის შესახებ AMBEBI.GE-ს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში, ცოტა ხნის წინ გავრცელებული ინფორმაციის საპასუხოდ განუცხადეს, რომლის თანახმად სოფელ თამარაშენიდან ოკუპანტებმა არასრულწლოვნები გაიტაცეს.

როგორც უწყებაში განაცხადეს, დანარჩენზე მოგვიანებით გააკეთებენ განცხადებას.

  • ცნობისთვის, ცოტა ხნის წინ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ოკუპანტებმა სოფელ თამარაშენიდან 5 არასრულწლოვანი გაიტაცეს.

"ჩვენს ტერიტორიაზე იყვნენ და გაიტაცეს ბავშვები. რუსები იყვნენ თუ ოსები, არ ვიცი, მაგრამ ფაქტია, რომ ბავშვები გაიტაცეს. ცუდ მდგომარეობაში ვართ. გთხოვთ დაგვეხმაროთ. 10 წლის ბავშვები არიან. ფსიქოლოგიურად როგორები დაგვიბრუნდებიან, არ ვიცით. მოგვხედონ" - ამბობდა "ტვ პირველთა" ერთ-ერთი გატაცებულის მამა.