ავტორი:

სოფელ კაბალთან ადიდებულმა მდინარემ კაბალისხევის ხიდი ჩაკეტა, ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეზღუდულია - რა ვითარებაა ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფლებში?

სოფელ კაბალთან ადიდებულმა მდინარემ კაბალისხევის ხიდი ჩაკეტა, ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეზღუდულია - რა ვითარებაა ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფლებში?

საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის თიანეთი - ახმეტა - ყვარელი - ნინიგორის საავტომობილო გზის 123-ე კილომეტრზე, სოფელ კაბალთან, ადიდებულმა მდინარემ კაბალისხევის ხიდი ჩაკეტა.

  • შედეგად, აღნიშნულ მონაკვეთზე დროებით იზღუდება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

მათივე ცნობით, შეზღუდვის პერიოდში გადაადგილება შესაძლებელი იქნება ალტერნატიული მარშრუტებით - შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გურჯაანი–ჭაბუკიანი–აფენი–კაბალის გზით და საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი–ბაკურციხე–ლაგოდეხის საავტომობილო გზით.

  • ცნობისთვის, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელში უამინდობამ პრობლემები შექმნა.

განსაკუთრებით რთული მდგომარეობაა სოფელ ვერხვის მინდორსა და კაბალში, სადაც გადაუღებელმა წვიმამ და ნალექმა მდინარე არეშის და კაბალის ადიდება გამოიწვია.

დატბორილია საცხოვრებელი სახლების პირველი სართულები, ეზოები და საკარმიდამო ნაკვეთები.

მძიმე ვითარებაა სოფელი განჯალაში (კაბალის თემი).

"ხალხი ითხოვს დახმარებას!!! მოსახლეობას სახლიდან გასვლა უნდა!!" - წერს ადგილობრივი ფერი ისმაილოვა.