სელენა გომესი და ბენი ბლანკო დაქორწინდნენ. ქორწილის ცერემონია კალიფორნიაში, სანტა ბარაბარში გაიმართა. ვარსკვლავურ ქორწილს არაერთი ცნობილი ადამიანი ესწრებოდა.


პატარძალმა ქორწილის ამსახველი ფოტოები "ინსტაგრამზე" გამოაქვეყნა.

ცერემონიას ესწრებოდნენ ტეილორ სვიფტი, პოლ რუდი, პერის ჰილტონი ედ შირანი.
სელენას Ralph Lauren-ის კაბა ეცვა.







სელენა გომესისას და ბენი ბლანკოს რომანის შესახებ ყვითელი პრესა 2023 წელს წერდა, მალევე გომესმა ინფორმაცია დაადასტურა. ერთწლიანი ურთიერთობის შემდეგ, წყვილი დაინიშნა, ახლა კი ოფიციალურად დაქორწინდნენ.
ბენი ბლანკო ცნობილი პროდიუსერია. სელენასთან მას თანამშრომლობა და მეგობრობა აკავშირებდა. პროდიუსერი მასთან ერთად პირველად გამოჩნდა 2019 წელს, მუსიკალურ ვიდეოში "I Can't Get Enough".