ავტორი:

"რაღაც მაქვს სათქმელი... დამშვიდება სჭირდება - მაგიდაზე კარგი წინადადებაა. ჩვენ ეს პუტინთან განვიხილეთ" - ლუკაშენკოს ზელენსკისთან შეხვედრა სურს: რას აცხადებს ბელარუსის ლიდერი?

"რაღაც მაქვს სათქმელი... დამშვიდება სჭირდება - მაგიდაზე კარგი წინადადებაა. ჩვენ ეს პუტინთან განვიხილეთ" - ლუკაშენკოს ზელენსკისთან შეხვედრა სურს: რას აცხადებს ბელარუსის ლიდერი?

ბელარუსის ლიდერმა, ალექსანდრე ლუკაშენკომ უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრის სურვილი გამოთქვა, რათა უკრაინაში ომის დასრულების გზები განიხილოს.

ამის შესახებ მან გასულ პარასკევს, ვლადიმერ პუტინთან რამდენიმესაათიანი მოლაპარაკებების შემდეგ, ВГТРК-ის რეპორტიორს განუცხადა.

"მე უბრალოდ ზელენსკისთან საუბარი მინდა, რაღაც მაქვს სათქმელი... ვლადიმერ ალექსანდროვიჩს დამშვიდება სჭირდება - მაგიდაზე კარგი წინადადებაა. ჩვენ ეს პრეზიდენტ პუტინთან განვიხილეთ, მაგრამ არაფერს ვიტყვი - პრეზიდენტი თავად იტყვის, ეს კარგი წინადადებაა. ვფიქრობ, კონსულტაციების დაწყების დრო დადგა.

  • ჩვენ, სამი სლავური სახელმწიფოს ლიდერები უნდა დავსხდეთ და შევთანხმდეთ, შევთანხმდეთ ამ გაუგებარი ომის დასრულებაზე. თუ ამას არ გავაკეთებთ, ეს ყველასთვის ცუდი იქნება", - ამბობს ლუკაშენკო.

მან ასევე განაცხადა, რომ ზელენსკი უნდა დაეთანხმოს "ხელსაყრელ პირობებს", რომელთა შესახებაც პუტინი ტრამპს ალასკაზე გამართული შეხვედრისას ესაუბრა, რადგან ლუკაშენკოს თქმით, წინააღმდეგ შემთხვევაში ზელენსკი "მთელი უკრაინის დაკარგვას რისკავს".