ავტორი:

ქეთი წიქვაძეს და ნიკა არველაძეს შვილი შეეძინათ - რა დაარქვეს ახალშობილს?

ქეთი წიქვაძეს და ნიკა არველაძეს შვილი შეეძინათ - რა დაარქვეს ახალშობილს?

მსახიობი ქეთი წიქვაძე და ცნობილი ფეხბურთელის, რეზი არველაძის უფროსი ვაჟი, ნიკა არველაძე, მშობლები გახდნენ. წყვილს ვაჟი შეეძინათ, რომელსაც მშობლებმა რეზი დაარქვეს. ამ სასიხარულო ამბავს ოჯახის წევრები სოციალურ ქსელებშიც უზიარებენ საზოგადოებას.

  • ქეთის დედამ, მსახიობმა ნანა ლორთქიფანიძემ, ფეისბუქზე დაწერა: "რეზი არველაძე Junior დაიბადა“. ამ მოვლენით, ნანა ლორთქიფანიძე უკვე მესამე შვილიშვილის ბებია გახდა, ხოლო დიზაინერი თეონა თავართქილაძე, ნიკას დედა, მეორე შვილიშვილის ბებიაა.

ორი ცნობილი ოჯახი ერთმანეთს დაახლოებით ორი წლის წინ დაუნათესავდა, როდესაც ქეთი წიქვაძე (39 წლის) და ნიკა არველაძე (31 წლის) დაქორწინდნენ. მათი ქორწინება საზოგადოებისთვის უცნობი იყო მანამდე, სანამ ნანა ლორთქიფანიძემ ჟურნალ "სარკესთან" ინტერვიუში არ ისაუბრა ამ თემაზე.

ქეთი წიქვაძე, რომელიც საზოგადოებამ სერიალ "ჩემი ცოლის დაქალებიდან" გაიცნო, სადაც ბაქარის მეორე ცოლის, ლეკას როლს ასრულებდა, პროფესიით ტელე-კინო-მენეჯერია. ის ხელოვანი ადამიანების გარემოცვაში გაიზარდა და, მისივე თქმით, მასზე დიდი გავლენა მოახდინა მამამ, რომელიც ადრე გარდაიცვალა. ქეთის პირველი ქორწინება 22 წლის ასაკში შედგა, თუმცა წარუმატებელი აღმოჩნდა. ამ ქორწინებიდან მას ორი ვაჟი, ილია და გიორგი, ჰყავს.

ნიკა არველაძის ოჯახი ასევე ცნობილია. მისი მამა, რეზი არველაძე, ცნობილი ფეხბურთელია, დედა კი დიზაინერია. ნიკას უმცროსი ძმა, ვატო არველაძე, ასევე ფეხბურთელია და ამჟამად თბილისის "დინამოში" თამაშობს. ვატოსაც ჰყავს ოჯახი და მას და მის მეუღლე მაკუნა ზედაშიძეს 2024 წელს პირველი შვილი შეეძინათ. ოჯახის წევრების უმეტესობა საზღვარგარეთ ცხოვრობს, თუმცა, როგორც თეონა თავართქილაძე ამბობს, ოჯახი ხშირად იკრიბება.