ავტორი:

კიევზე რუსეთის თავდასხმის შედეგად 4 ადამიანი, მათ შორის 12 წლის გოგონა, დაიღუპა - უმძიმესი კადრები

კიევზე რუსეთის თავდასხმის შედეგად 4 ადამიანი, მათ შორის 12 წლის გოგონა, დაიღუპა - უმძიმესი კადრები

უკრაინაზე რუსეთის მასშტაბური თავდასხმა, 28 სექტემბრის ღამეს, 12 საათზე მეტხანს გაგრძელდა, რომლის დროსაც 500-მდე თავდასხმის დრონი და 40-ზე მეტი რაკეტა, მათ შორის "კინჟალის“ ტიპის რაკეტები, გამოიყენეს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

  • უკრაინის პრეზიდენტის თქმით, თავდასხმის ძირითადი მიმართულებები იყო დედაქალაქი კიევი და კიევის ოლქი, ზაპოროჟიე, ხმელნიცკის, სუმის და ოდესის ოლქები.

ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, კიევში დაღუპულია 4 ადამიანი, მათ შორის 12 წლის გოგონა. უკრაინაში, საერთო ჯამში, სულ მცირე 40 ადამიანი დაშავდა, მათ შორის, ბავშვები.

"დაბომბეს პურის მწარმოებელი ქარხანა, საბურავების ქარხანა, კერძო და საცხოვრებელი შენობები, ასევე სამოქალაქო ინფრასტრუქტურის ობიექტები. ეს საზიზღარი თავდასხმა პრაქტიკულად გაერო-ს გენერალური ასამბლეის კვირის ბოლოს მოხდა და სწორედ ასე აცხადებს რუსეთი თავის რეალურ პოზიციას. მოსკოვს სურს ბრძოლისა და მკვლელობის გაგრძელება და მსოფლიოს მხრიდან მხოლოდ უდიდეს ზეწოლას იმსახურებს.

კრემლი ამ ომისა და ტერორის გაგრძელებით სარგებლობს მანამ, სანამ მას ენერგეტიკული შემოსავლები და ჩრდილოვანი ფლოტი მოქმედებაშია. გავაგრძელებთ საპასუხო დარტყმებს, რათა რუსეთს წავართვათ ფულის შოვნის ეს შესაძლებლობები და ვაიძულოთ დიპლომატია. ყველამ, ვისაც მშვიდობა სურს, უნდა დაუჭიროს მხარი პრეზიდენტ ტრამპის ძალისხმევას და შეაჩეროს რუსული იმპორტი. გადამწყვეტი მოქმედების დრო დიდი ხანია დადგა და ჩვენ აშშ-ს, ევროპის, "დიდი შვიდეულის“ და "დიდი ოცეულის“ მტკიცე რეაგირებას ველით“, - აღნიშნა ზელენსკიმ.