2025 წლის ოქტომბრიდან, საქართველოში რამდენიმე ახალი რეგულაციის ამოქმედება იგეგმება.
"ბიზნესპრესნიუსი" გთავაზობთ, იმ სიახლეებს, რომლის ამოქმედებაც ქვეყანაში სულ რაღაც რამდენიმე დღეში იგეგმება.
კანონდამრღვევი უცხოელების მიმართ გამკაცრებული რეგულაციები ამოქმედდება
2025 წლის 1-ლი ოქტომბრიდან იმ უცხოელებისთვის, რომელთაც საქართველოში ყოფნის წესები დაარღვიეს, კანონი მკაცრდება. მარტივდება ქვეყნიდან გაძევება და ასევე იზრდება ჯარიმების მოცულობაც.
უფრო კონკრეტულად, 1-ლი ოქტომბრიდან, თუ უცხოელმა დაარღვია ქვეყანაში ყოფნის ვადები, დაეკისრება ჯარიმა 1000-დან 3 000 ლარამდე, ამასთან, გარკვეული პერიოდის განმავლობაში აეკრძალება საქართველოში შემოსვლა. აღსანიშნავია, რომ მოქმედი რედაქცია ქვეყნიდან გაძევებას არ ითვალისწინებს, ჯარიმის მოცულობა კი 180-დან 360 ლარს შეადგენს. იხილეთ ვრცლად:
გარკვეული სატრანსპორტო საშუალებებისთვის იცვლება მართვის მოწმობის აღების პირობები
მისაბმელიანი სატრანსპორტო საშუალებების მართვის მოწმობის მისაღებ გამოცდებში ცვლილებებია. კერძოდ, როგორც მომსახურების სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში საუბარი, 2025 წლის 1-ლი ოქტომბრიდან CE, DE კატეგორიების და C1E, D1E ქვეკატეგორიების სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღები გამოცდების პრაქტიკული ნაწილი ორეტაპიანი ხდება.
შესაბამისად, უკვე 1ლი ოქტომბრიდან, ამ კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის პირველი ეტაპს კანდიდატი დახურულ მოედანზე ჩააბარებს, ხოლო გამოცდის მეორე ეტაპი რეალური საგზაო მოძრაობის პირობებში, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით დამტკიცებული საგამოცდო მარშრუტების შესაბამისად ჩატარდება.
ევროკავშირში შესვლა/გასვლის წესები იცვლება
ევროკავშირში შესვლა/გასვლის წესები იცვლება - საუბარია EES სისტემის დანერგვაზე. როგორც უკვე ცნობილია, შესვლა-გასვლის სისტემის (EES) ოპერაციების ეტაპობრივი დანერგვა 12 ოქტომბრიდან დაიწყება...განაგრძეთ კითხვა