აშშ-ის მიჩიგანის შტატის ქალაქ გრანდ-ბლანკში, მორმონთა ეკლესიაში სროლის შედეგად სულ მცირე ოთხი ადამიანი დაიღუპა და რვა დაიჭრა, - ინფორმაციას CNN-ი ადგილობრივ პოლიციაზე დაყრდნობით ავრცელებს.

შეიარაღებული მამაკაცი, 40 წლის თომას ჯეიკობ სანფორდი, პოლიციის მხრიდან გახსნილ საპასუხო ცეცხლს ემსხვერპლა.


გამოძიებას გამოძიების ფედერალური ბიურო (FBI) ხელმძღვანელობს. FBI-ის დეტროიტის საველე ოფისის მოვალეობის შემსრულებელმა, სპეციალურმა აგენტმა რუბენ კოულმანმა განაცხადა, რომ ბიურო მომხდარს იძიებს, როგორც „მიზანმიმართული ძალადობის აქტს“.
მედიის ინფორმაციით, ის იყო ყოფილი სამხედრო, ვეტერანი, რომელიც ერაყში მსახურობდა, ჰქონდა პოსტტრავმული სტრესული აშლილობა. დარჩა მეუღლე და ერთი შვილი.

როგორც სხვადასხვა გამოცემები წერენ, თავდამსხმელი დონალდ ტრამპის მხარდამჭერი იყო. სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ ერთ-ერთ ფოტოზე ტრამპის მხარდასაჭერი მაისური აცვია წარწერით - "აატირეთ ლიბერალები".

ჯეიკობ სანფორდი აზიარებდა ინფორმაციებს ჩარლი კირკის მკვლელობის შესახებ. ერთ-ერთ პოსტში კი წერდა:
"მე, ისევე როგორც ბევრი სხვა, უდიდეს ტკივილს ვგრძნობ ჩარლი კირკის გარდაცვალების შემდეგ. ასეთი ამბები ამხნევებს ღვთის შვილებს, რათა ჩვენი სინათლე გავავრცელოთ ყველაზე ბნელ ადგილებსა და ახალგაზრდა გულებში".