ავტორი:

"ეს გოგონა არის ბაჩოს შვილი, რომელიც ჩემი შვილის, შუქრის, ნათლულია..." - რას წერს ბურჭულაძე გავრცელებული ინფორმაციის საპასუხოდ

"ეს გოგონა არის ბაჩოს შვილი, რომელიც ჩემი შვილის, შუქრის, ნათლულია..." - რას წერს ბურჭულაძე გავრცელებული ინფორმაციის საპასუხოდ

ცნობილი საოპერო მომღერალი და პოლიტიკოსი პაატა ბურჭულაძე ეხმაურება "რუსთავი 2"-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმად, პაატა ბურჭულაძე და მურთაზ ზოდელავა ბაჩო ახალაიასთან 4 ოქტომბრის გეგმებზე კონსულტაციებს მართავენ.

  • ტელეკომპანიის მიერ გავრცელებული კადრების საპასუხოდ ბურჭულაძე წერს, რომ ბაჩო ახალაიას და მის ოჯახს ნათელმირონობა აკავშირებთ და გავრცელებული ინფორმაციით, "რუსთავი 2"-ს "ახალი ლეგენდის შექმნა სურს".

"რუსთავი -2" რამდენიმე დღეა დამდევს და ეძებს ჩემს, მურთაზ ზოდელავას და ბაჩო ახალაიას ურთიერთობას. ეს გოგონა არის ბაჩოს შვილი, რომელიც ჩემი შვილის, შუქრის, ნათლულია და წლებია სიახლოვე მაქვს ბაჩოსთან და მის მეუღლე ანისთან. ასე, რომ არ გამოუვათ ახალი ლეგენდის შექმნა. რუსთავი 2 - ს კი მინდა დავუდასტურო, რომ არც მე და არც ჩემი ოჯახის არცერთ წევრს არ გვყავს მონათლული არცერთი ,,ოცნების" ოჯახის წევრი.მადლობა ყურადღებისათვის" - წერს ბურჭულაძე.

ცნობისთვის, "კურიერმა" გაავრცელა კადრები და ინფორმაცია, რომ არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე, პაატა ბურჭულაძე და მურთაზ ზოდელავა ბაჩო ახალაიასთან 4 ოქტომბრის გეგმებზე კონსულტაციებს მართავენ. კადრებში ჩანს, როგორ ტოვებენ ბურჭულაძე და ზოდელავა ბაჩო ახალაიას საცხოვრებელ კორპუსს.