ავტორი:

"იცოდეს ყველამ - ბაჩო ახალაია და ჩვენი ოჯახის არცერთი წევრი არ ვართ პოლიტიკაში... ამ დონემდე არ უნდა დაეცე, რომ სუს-ის მოცემული უაზრო ჩანაწერით თავი გაიბანძო" - ანი ნადარეიშვილი

"იცოდეს ყველამ - ბაჩო ახალაია და ჩვენი ოჯახის არცერთი წევრი არ ვართ პოლიტიკაში... ამ დონემდე არ უნდა დაეცე, რომ სუს-ის მოცემული უაზრო ჩანაწერით თავი გაიბანძო" - ანი ნადარეიშვილი

ანი ნადარეიშვილი ეხმაურება "რუსთავი 2"-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმად, პაატა ბურჭულაძე და მურთაზ ზოდელავა ბაჩო ახალაიასთან 4 ოქტომბრის გეგმებზე კონსულტაციებს მართავენ.

"რუსთავი 2"-ს ამ დილით “ექსკლუზივი” მოუპოვებია, როგორ გამოდის პაატა ბურჭულაძე მურთაზ ზოდელავასთან ერთად იმ კორპუსის სადარბაზოდან, რომელშიც ჩვენც და მურთაზის ოჯახიც ვცხოვრობთ წლებია ახლა ცოტა უკან გადავახვიოთ… დაახლოებით ერთი თვის წინ, სანამ ხაბეს დააკავებდნენ, სუს-მა ჭკვიანი კამერები დაგვიყენა კორპუსის ორივე შემოსასვლელთან, ოღონდ მანამდე მაგ დღესვე სუს-ის დრონმა შემოგვარტყა წრე და შემოიხედა ყველა ფანჯარაში.

ხოდა რა ვიცი, როცა ვერც “პარლამენტის მაკეტი” ვერ იპოვე და ვერც “უკრაინიდან გამოგზავნილი ასაფეთქებელი ნივთიერება” და ხედავ რომ არაფერი უჩვეულო ამ ფანჯრებს მიღმა არ ხდება, მინიმუმ ამ დონემდე არ უნდა დაეცე, რომ სუს-ის მოცემული ჭკვიანი კამერების უაზრო ჩანაწერით თავი გაიბანძო და გაშიშვლდე ბოლომდე.

პ.ს. რაც მთავარია, რადგან არ გვეშვებიან და ჩვენს გვარს ატრიალებენ ბოლო პერიოდში ინტენსიურად, ყველამ მინდა იცოდეს - ბაჩო ახალაია და ჩვენი ოჯახის არცერთი წევრი არ ვართ პოლიტიკაში და არც არასდროს არ ვაპირებთ ყოფნას" - წერს ანი ნადარეიშვილი.

ცნობისთვის, "კურიერმა" გაავრცელა კადრები და ინფორმაცია, რომ არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე, პაატა ბურჭულაძე და მურთაზ ზოდელავა ბაჩო ახალაიასთან 4 ოქტომბრის გეგმებზე კონსულტაციებს მართავენ. კადრებში ჩანს, როგორ ტოვებენ ბურჭულაძე და ზოდელავა ბაჩო ახალაიას საცხოვრებელ კორპუსს.

წაიკითხეთ ასევე: