ავტორი:

სასიკვდილო ტურნე - განრისხებული სპილო ტურისტებს დაესხა თავს და კანოეები გადააბრუნა: რა აღბეჭდა კამერამ

სასიკვდილო ტურნე - განრისხებული სპილო ტურისტებს დაესხა თავს და კანოეები გადააბრუნა: რა აღბეჭდა კამერამ

დიდი ბრიტანეთიდან და აშშ-დან ბოტსვანაში ჩასული ტურისტები ძლივს გადაურჩნენ სიკვდილს, როდესაც განრისხებულმა სპილოებმა მათ შეუტიეს.

შემთხვევა ბოტსვანას ოკავანგოს დელტას წყლებში მოხდა. გიდები მათ “გონდოლის სტილში“ გამართული ტურის ფარგლებში ასეირნებდნენ, როდესაც შორიახლოს სპილოების ოჯახი გამოჩნდა. ისინი მათთან ახლოს მიცურდნენ, თუმცა, უცაბედად განრისხებულმა სპილომ კანოე გადააბრუნა და ერთ-ერთ ქალს ხორთუმი დაარტყა.

სავარაუდოდ, მამრმა სპილომ ჩათვალა რომ ორ სპლიყვს საფრთხე ემუქრებოდა და ასე დაიცვა მისი ოჯახი.

გავრცელებულ კადრებში ჩანს, როგორ ცდილობენ გიდები უკუსვლით გაქცევას, მაგრამ გაშმაგებული სპილო ხორთუმისა და ეშვების გამოყენებით ორივე კანოეს აბრუნებს და ნიანგებით სავსე წყლებში ვარდებიან. ორი თანმხლები გიდი კი მათ ბედის ანაბარა ტოვებს და უსაფრთხო ნაპირს აფარებს თავს.

სპილო ქალ ტურისტსაც დაესხა თავს, მას ხორთუმით მტკივნეული დარტყმები მიაყენა და წყალში ჩააგდო.

სავარაუდოდ ტურისტები გასრესას მხოლოდ იმიტომ გადაურჩნენ, რომ ცხოველმა წყლის ქვეშ მყოფი ადამიანი თვალთახედვიდან დაკარგა და დაახლოებით 10 წამის შემდეგ უკან გაბრუნდა.

ყოფილმა სამხრეთაფრიკელმა რეინჯერმა, რომელსაც ვიდეო აჩვენეს, განაცხადა რომ: “ ტურისტებს ძლიერ გაუმართლათ, რადგან ძალიან მარტივად შეიძლებოდა ოთხივე გაშმაგებული სპილოს მსხვერპლი გამხდარიყო“

“დელტაში ათასობით ტრადიციული მაკოროს კანოე დადის, რომლებიც ტურისტებს სპილოებს, ჰიპოპოტამებს, ფრინველებს, ირემებსა და ნიანგებს აჩვენებენ. სპილო კი მათ მხოლოდ იმიტომ დაესხა თავს ,რომ შვილებს იცავდა. მთავარი შეცდომა, რომელიც შეიძლება ფატალური შედეგით დამთავრებულიყო აქ გიდებმა დაუშვეს, როდესაც ნავი ძალიან ახლოს მიიყვანეს ცხოველებთან“ - დაამატა მან.

წყარო