შრი-ლანკაში, საბაგირო გზაზე მომხდარი ავარიის შედეგად დაშავებული კიდევ ერთი ბერი კლინიკაში გარდაიცვალა, რითაც დაღუპულთა რიცხვი რვამდე გაიზარდა.

უბედური შემთხვევა ოთხშაბათს ღამით, ჩრდილო-დასავლეთის კურუნეგალის ოლქში მოხდა, როდესაც ბაგირის გაწყვეტის შედეგად ჩამოვარდნილი კაბინა მთის ფერდობს დაეცა. 7 ბერი, მათ შორის სამი უცხოელი ადგილზე დაღუპა, ხოლო 6 მძიმედ დაშავდა და ისინი საავადმყოფოში გადაიყვანეს.
13 ბერი რომელთა შორის ინდოელი, რუმინელი და რუსი ბუდისტებიც იმყოფებოდნენ მთის წვერზე მდებარე ნა-უიანას მონასტერის სამედიტაციო სივრცეებისკენ მიემართებოდნენ.

როგორც ოფიციალურ ვებ-გვერდზეა აღნიშნული, თავად მონასტერი, რომელიც დედაქალაქ კოლომბოდან დაახლოებით 80 მილით ჩრდილო-აღმოსავლეთით მდებარეობს, 5,000 ჰექტარზე მეტ ტყეს მოიცავს, მთის მასივში არის აშენებული და დაახლოებით 150 ბუდისტი ბერის მიღება შეუძლია.